კლინიკაში სათამაშო მანქანით

პაციენტები კლინიკის დერეფნებში სათამაშო მანქანით დადიან უჩვეულო გამოგონება ვიდეო

57
(განახლებულია 14:50 18.09.2019)
ესპანეთსა და ამერიკაში მდებარე კლინიკების ქსელის EsSalud La Libertad-ის ხელმძღვანელობამ პატარა პაციენტებისთვის უჩვეულო წესი მოიფიქრა.

ჩვეულებრივ, ბავშვები, რომლებიც მშობლებს კლინიკაში მიჰყავთ, ხშირად ტირიან და ნერვიულობენ მოსალოდნელი პროცედურების გამო. ვიდეოში ნაჩვენებია ვითარება, როდესაც პაციენტი საოპერაციო ბლოკში სათამაშო მანქანით მიემგზავრება. მედიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პატარა პაციენტს დაძაბულობასაც უხსნის და მათთვის კლინიკის დერეფნებში მოგზაურობა საინტერესოც კი ხდება.

57
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (789)
დაუჯერებელი კადრები ფილმებში

ინდური ფილმები მსგავსი სპეცეფექტებით აქამდე არ გინახავთ სახალისო ვიდეო

276
(განახლებულია 20:03 03.07.2020)
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოშია ცნობილი. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით.

ბოლივუდს სახელი აშშ-ის კინემატოგრაფიის მექის ჰოლივუდის ანალოგიით დაერქვა, ის ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღეს მუმბაი) კინოინდუსტრიის სინონიმია.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც, შესაძლოა, უნებლიეთ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ინდოეთი დღეს ყველაზე მასობრივი კინოს მწარმოებელია მსოფლიოში – წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომელთა ნახვის დროს შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

276
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (789)
გველმა ბაყაყი შეჭამა

„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი ზურა ჯაფარიძის ვიდეო

239
(განახლებულია 20:05 02.07.2020)
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

239
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (789)
დაკავება

ფოთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა

0
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 44 წლის მამაკაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ბასრი საგნით და ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შაბათს პოლიციის თანამშრომლებმა ამავე საქმეზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 44 წლის ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყების ცნობით, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში