ბარბი პატარძალი

„ნამდვილი ბარბი პატარძალი“- ქართველი ნეფე-პატარძლის საქორწინო ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა

3284
(განახლებულია 14:08 13.09.2019)
ახალგაზრდა წყვილის თემო ბექაურისა და თათია ზაალიშვილის ქორწილის ვიდეოკლიპმა ინტერნეტსივრცე მონუსხა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც მათ მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს

„ნამდვილი ბარბი პატარძალი“ - ასე უწოდეს გოგონას სოციალური ქსელის მომხმარებლებმა. 

3284
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
დაუჯერებელი კადრები ფილმებში

ინდური ფილმები მსგავსი სპეცეფექტებით აქამდე არ გინახავთ სახალისო ვიდეო

414
(განახლებულია 20:03 03.07.2020)
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოშია ცნობილი. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით.

ბოლივუდს სახელი აშშ-ის კინემატოგრაფიის მექის ჰოლივუდის ანალოგიით დაერქვა, ის ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღეს მუმბაი) კინოინდუსტრიის სინონიმია.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც, შესაძლოა, უნებლიეთ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ინდოეთი დღეს ყველაზე მასობრივი კინოს მწარმოებელია მსოფლიოში – წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომელთა ნახვის დროს შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

414
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
გველმა ბაყაყი შეჭამა

„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი ზურა ჯაფარიძის ვიდეო

246
(განახლებულია 20:05 02.07.2020)
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

246
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
საპატრულო პოლიცია და სატვირთო ავტომობილების მძღოლები

ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები მუშაობენ: ერთ–ერთმა ინფიცირებულმა მძღოლმა ამ სოფელში ატამი იყიდა

0
(განახლებულია 15:30 09.07.2020)
ანალიზი პირველად მძღოლს სომხეთიდან საზღვრის გადმოკვეთის დროს აუღეს, მაგრამ ტესტმა მაშინ უარყოფითი პასუხი აჩვენა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სომეხ მძღოლს აუღეს, დადებითი აღმოჩნდა. ის კახეთის სოფელ ჩუმლაყში ატმის საყიდლად იმყოფებოდა.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი პაციენტი – კარანტინის ზონიდან.

მძღოლს პირველად ანალიზი საზღვრის გადმოკვეთის დროს აუღეს, მაგრამ მაშინ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფიცირებული ამჟამად ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ცდილობენ ინფიცირებული ადამიანის ყველა კონტაქტი დაადგინონ. სპეციალისტების თქმით, საუბარია იმპორტირებულ შემთხვევაზე, ამიტომ ინფიცირების წყაროს პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

საქართველოში კორონავირუსი სომხეთის სულ ხუთ მოქალაქეს დაუდგინდა. ისინი ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსი საქართველოში 968 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა სულ 844 პაციენტი, ხოლო ბოლო დღე–ღამეში კლინიკებიდან გაეწერა სამი.

საქართველოში გაიზარდა იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც COVID-19-ს ავლენენ>>

პანდემიის პერიოდში გარდაიცვალა 15 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში