ქეთა თოფურია

ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყო ქეთა თოფურიას პატარა შვილმა დაბადების დღეზე ვიდეო

4737
(განახლებულია 18:35 11.09.2019)
ჯგუფ A'Studio-ს ქართველ სოლისტს, მომღერალ ქეთა თოფურიას 9 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა.

ქეთა Instagram-ის პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ უკითხავს მისი მცირეწლოვანი შვილი ოლივია გეიხმანი დაბადების დღის მისალოც ლექსს. ვიდეოს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებულები არიან ბავშვით.

4737
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (788)
გველმა ბაყაყი შეჭამა

„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ - როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი - ზურა ჯაფარიძის ვიდეო

39
(განახლებულია 15:06 02.07.2020)
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, - წერს პოლიტიკოსი.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

39
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (788)
ჰასკიმ პატრონი იპოვა

პატრონმა დაკარგული ჰასკი ოთხი წლის შემდეგ იპოვა ნახეთ მათი ემოციური შეხვედრა ვიდეო

277
(განახლებულია 20:55 01.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორც შეხვდა თბილისში 4 წლის წინ დაკარგული ჰასკი პატრონებს.

ვიდეოს ავტორი თეა მოდებაძეა, რომელიც, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ის ადამიანია, ვინც მეუღლესთან ერთად დაკარგული ჰასკი შეიფარა.

ქალი წერს, რომ ძაღლს ეზოში მოკრეს თვალი, შემდეგ ბავშვის თხოვნით სახლში აიყვანეს და დაიტოვეს, თუმცა ფოტოები გადაუღეს და სოციალური ქსელის მეშვეობით პატრონის პოვნას ცდილობდნენ.

როდესაც ძაღლის ფოტოები მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ნახა, თეას უთხრა, რომ ჰასკი ძალიან ჰგავდა მის დაკარგულ „მაშკას“, თუმცა შეუძლებელია ეს მაშკა ყოფილიყო, რადგან მათ ის ოთხი წლის წინ დაეკარგათ.

იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ, ძაღლი ნამდვილად მაშკა იყო თუ არა, მეგობრებმა შეხვედრა მოაწყვეს, რომელიც თეა მოდებაძემ გადაიღო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჰასკი სწორედ ის მაშკაა, რომელიც ამ ადამიანებმა ოთხი წლის წინ დაკარგეს.

„გაოგნებული და ბედნიერი ვარ, მაშკამ თავისი პირველი პატრონი იპოვა“, – წერს ვიდეოს ავტორი.

277
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (788)
ვიდეოძიძა

დედამ შვილის თავთან დანახული მოჩვენება კამერაზე აღბეჭდა: ვრცელდება კადრები

0
(განახლებულია 15:53 02.07.2020)
დიდი ალბათობით, ეს ბავშვის ბებია და ბაბუა უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც შვილიშვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა დედამ მოჩვენებების არსებობა მას შემდეგ ირწმუნა, რაც ერთ დღეს ვიდეოძიძის ეკრანზე შვილის თავთან ვიღაცის ხელები დააფიქსირა, იუწყება The Sun-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს ამბავი 28 წლის ბრიტანელ ჩარლი დევისს მიმდინარე წლის თებერვალში შეემთხვა.

ირკვევა, რომ შინ მარტო მყოფმა დედამ ოთხი თვის ვაჟი აიზეკი დასაძინებლად დააწვინა, ვიდეოძიძა ჩართო და თავად სამზარეულოში გავიდა დასალაგებლად. რაღაც მომენტში ქალმა ეკრანს შეხედა და შვილის თავთან ვიღაცის ხელები დაინახა.

„შოკში ჩავვარდი. მეგონა, რომ ოთახში ვიღაც შეიპარა ბავშვის გასატაცებლად“, — ამბობს ჩარლი, რომელიც მყის შვილისკენ გაიქცა.

მაგრამ საძინებელში შევარდნილ დედას იქ არავინ დახვდა აიზეკის მეტი, რომელსაც ტკბილად ეძინა. თუმცა ვიდეოძიძის ეკრანზე ისევ ჩანდა ხელები.

შეძრწუნებულმა ჩარლი დევისმა ეკრანისთვის ფოტოს გადაღება მოასწრო, რის შემდეგაც ელექტროძიძა თავისით გამოირთო, ხოლო როცა კვლავ ჩაირთო, ეკრანზე აღარავინ ჩანდა.   

​ირკვევა, რომ ქალმა დახმარებისთვის მედიუმს მიმართა, რომლის თქმითაც ხელები, დიდი ალბათობით, ჩარლის ქმრის მშობლებს ეკუთვნოდა.

საქმე ისაა რომ ბებია და ბაბუა ვერ მოესწრნენ შვილიშვილს — ისინი აიზეკის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ. როგორც ჩანს, მათმა სულებმა იპოვეს გზა, მოენახულებინათ შვილიშვილი და ეზრუნათ მასზე, ვინაიდან იმ მომენტში ბავშვი სერიოზულად იყო გაცივებული.

ჩარლი დევისის თქმით, იმ დღის შემდეგ მას მსგავსი აღარაფერი შეუნიშნავს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს