განუყრელი მეგობრები

განუყრელი მეგობრები ინტერნეტ-ვარსკვლავებად იქცნენ ვიდეო გულს აგიჩუყებთ

1077
(განახლებულია 13:10 13.09.2019)
ვიდეო, რომელიც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა – განუყრელი მეგობრები ინტერნეტ-ვარსკვლავებად იქცნენ.

ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ გარ­ბის ორი ბავ­შვი ერ­თმა­ნეთ­თან შე­სახ­ვედ­რად, ინ­ტერ­ნეტ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გაი­ზი­ა­რა. კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი ბავ­შვის – მაქსვე­ლის მა­მამ გა­მოაქვეყნა. მა­იკლ სის­ნე­რო­სი ამ­ბობს, რომ მის ბიჭს უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის ფი­ნე­გე­ნის გა­რე­შე ყოფ­ნა არ შე­უძ­ლია. ვი­დეო კი მათი ორ­დღი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რი­ს დროს გა­და­ი­ღო. ბი­ჭებ­მა ერ­თმა­ნე­თი ერთი წლის წინ გა­იც­ნეს, ახლა კი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

1077
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (788)
გველმა ბაყაყი შეჭამა

„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ - როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი - ზურა ჯაფარიძის ვიდეო

15
(განახლებულია 15:06 02.07.2020)
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, - წერს პოლიტიკოსი.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

15
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (788)
ჰასკიმ პატრონი იპოვა

პატრონმა დაკარგული ჰასკი ოთხი წლის შემდეგ იპოვა ნახეთ მათი ემოციური შეხვედრა ვიდეო

277
(განახლებულია 20:55 01.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორც შეხვდა თბილისში 4 წლის წინ დაკარგული ჰასკი პატრონებს.

ვიდეოს ავტორი თეა მოდებაძეა, რომელიც, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ის ადამიანია, ვინც მეუღლესთან ერთად დაკარგული ჰასკი შეიფარა.

ქალი წერს, რომ ძაღლს ეზოში მოკრეს თვალი, შემდეგ ბავშვის თხოვნით სახლში აიყვანეს და დაიტოვეს, თუმცა ფოტოები გადაუღეს და სოციალური ქსელის მეშვეობით პატრონის პოვნას ცდილობდნენ.

როდესაც ძაღლის ფოტოები მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ნახა, თეას უთხრა, რომ ჰასკი ძალიან ჰგავდა მის დაკარგულ „მაშკას“, თუმცა შეუძლებელია ეს მაშკა ყოფილიყო, რადგან მათ ის ოთხი წლის წინ დაეკარგათ.

იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ, ძაღლი ნამდვილად მაშკა იყო თუ არა, მეგობრებმა შეხვედრა მოაწყვეს, რომელიც თეა მოდებაძემ გადაიღო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჰასკი სწორედ ის მაშკაა, რომელიც ამ ადამიანებმა ოთხი წლის წინ დაკარგეს.

„გაოგნებული და ბედნიერი ვარ, მაშკამ თავისი პირველი პატრონი იპოვა“, – წერს ვიდეოს ავტორი.

277
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (788)