უცნაური არსება წყალში

„ეს რაღაცა უბედურება მოყვება სასმელ წყალს...“ სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

202
(განახლებულია 16:08 03.09.2019)
სოციალური ქსელის მომხმარებელი „ფეისბუქზე“ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ უცნაური არსება, რომელიც ვიდეოში ჩანს, ბორჯომში, დაბა ახალდაბაში სასმელ წყალში იპოვა.

ის მშობლებს აფრთხილებს, მიაქციონ ყურადღება მათ შვილებს, როდესაც ისინი წყალს სვამენ და წყალმომარაგების შესაბამის კომპანიებს მიმართავს, აკონტროლონ წყლის ფილტრაცია და ხარისხი, რათა არავინ მოიწამლოს.

202
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

1594
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

1594
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა უხერხული ვიდეო

737
(განახლებულია 19:36 16.07.2020)
უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა.

თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა ჩვეულებრივ განაგრძო.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მარიჩკა პადალკოს პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს დროებითი კბილი იყო.

737
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
კესარია აბრამიძე

„მესამედაც ვცდი...“ - კესარია აბრამიძე თხოვდება?

0
(განახლებულია 15:02 31.07.2020)
ცოტა ხნის წინ სკანდალურმა ტრანსგენდერმა მოდელმა შეყვარებულის ფოტო გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ კესარია გათხოვებაზე ფიქრობს.

პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის ცხოვრება სკანდალებით არის სავსე. კესარიას პირადი ცხოვრება სულ აინტერესებთ. ნახეთ, რას აქვეყნებს მოდელი.
მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს. სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს.

View this post on Instagram

#makeup #lips #nails #beauty #color #fashion #jeffreestar #mac #morphe #ledy #diva

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი... ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

View this post on Instagram

@geofari.ge #corona #model #beauty #sexygay #diva #missyou

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში, სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

View this post on Instagram

#milano

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. კესარია აბრამიძე შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა, დაშორდა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ის რამდენიმე თვის წინ მილანში მილიარდერ თაყვანისმცემელთან ერთად გაემგზავრა. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები დადო, სადაც, სავარაუდოდ, ისევ ის მამაკაცია აღბეჭდილი ავტომანქანის ფონზე და დიდი თაიგულით ხელში. კესარიას „სთორიში“ ისიც ჰკითხეს, როდის თხოვდება, რაზეც უპასუხა, რომ „მესამედაც ცდის“.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება