ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვესტი

ნიკ ვესტის და ნიკუშა კანდელაკის ქორწილის ოფიციალური ვიდეო გავრცელდა

9340
(განახლებულია 15:46 03.09.2019)
„ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებლის, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის კახა კან­დე­ლა­კის ვაჟი ნიკა კან­დე­ლა­კი დაქორ­წინ­და. ნი­კუ­შას რჩე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ელექტრო-ბა­სის­ტი ნიკ ვეს­ტია.

წყვილმა ქორწილის ოფიციალური ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნი­კამ და ნი­კიმ ერ­თმა­ნე­თი 2015 წლის ბო­ლოს თბი­ლის­ში გა­იც­ნეს. მუსიკოსმა თბი­ლის­ის „ივენთ ჰოლ­ში“ ახა­ლი წლის ღა­მეს კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა.

ნიკა კან­დე­ლაკ­მა გა­ნათ­ლე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და აშშ-ში მი­ი­ღო. მან ორი წლის წინ აიღო მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რია მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ა­ში. ცხოვ­რობს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა კან­დე­ლა­კის რჩე­ულს, ნიკ ვეს­ტი 30 წლი­საა. მას „ქალ ლენი კრა­ვიცს“ უწო­დე­ბენ. უმუ­შა­ვია ისეთ ცნო­ბილ არ­ტის­ტებ­თან, რო­გო­რე­ბიც დეივ სტი­უ­არ­ტი, პრინ­ცი, ჯონ მა­ი­ე­რი არი­ან. ნი­კიმ დაკ­ვრა 13 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა.

9340
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (789)
დაუჯერებელი კადრები ფილმებში

ინდური ფილმები მსგავსი სპეცეფექტებით აქამდე არ გინახავთ სახალისო ვიდეო

225
(განახლებულია 20:03 03.07.2020)
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოშია ცნობილი. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით.

ბოლივუდს სახელი აშშ-ის კინემატოგრაფიის მექის ჰოლივუდის ანალოგიით დაერქვა, ის ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღეს მუმბაი) კინოინდუსტრიის სინონიმია.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც, შესაძლოა, უნებლიეთ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ინდოეთი დღეს ყველაზე მასობრივი კინოს მწარმოებელია მსოფლიოში – წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომელთა ნახვის დროს შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

225
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (789)
გველმა ბაყაყი შეჭამა

„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი ზურა ჯაფარიძის ვიდეო

236
(განახლებულია 20:05 02.07.2020)
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

236
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (789)
მთვარის ფაზები

5 ივლისი: მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

0
(განახლებულია 15:35 04.07.2020)
დაბნელებების დერეფანი, რომელიც 5 ივნისს დაიწყო, სრულდება – 5 ივლისს მოხდება მთვარის ნახევრადჩრდილოვანი დაბნელება თხის რქის ნიშანში. დაიწყება მოვლენების ახალი „გორგალი“, რომელიც შეეხება სახლს, ოჯახს, უძრავ ქონებას.

სავსემთვარეობა ემთხვევა ნახევრადჩრდილოვან დაბნელებას. ეს ნიშნავ, რომ მზე, დედამიწა და მთვარე სრულად არ არიან მწკრივში, ამიტომ ჩვენი პლანეტა თანამგზავრს სრულის ნაცვლად ნაწილობრივ დაჩრდილავს.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სავსემთვარეობის პერიოდში შობადობა მატულობს, ჩნდება ჭარბი იმპულსურობა ურთიერთობებში, იზრდება ნეგატიური აზროვნება, ალკოჰოლის მიღების სურვილი.

იდეალური დროა სამკურნალო მცენარეეების შესაგროვებლად, რადგან ამ დროს მათი სამკურნალო თვისებები მაქსიმალურ დონეს აღწევს.

რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა 5 ივლისს

5 ივლისი განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მნიშვნელოვანი წამოწყებებისთვის. შეიძლება საკუთარი წინადადბების წამოყენება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის დაწყება კი შეიძლება, მაგრამ მან შეიძლება მიგიყვანოთ არა მხოლოდ დიდ გამარჯვებამდე, არამედ სრულ კრახამდეც, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გათვალოთ, დაგეგმოთ და აწონ–დაწონოთ.

კარგი დღეა ნათესაური კავშირების გასამტკიცებლად.

არცთუ წარმატებულია ურთიერთობები სახელმწიფო სტრუქტურებთან. ასევე არახელსაყრელი დროა ფულთან დკავშირებული საკითხებისთვის: დიდია ალბათობა იმისა, რომ მოგების მიღება დაყოვნდეს, იზარალოთ. მეორე მხრივ კი არგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის, ორგანიზატორული საქმეების მოგვარებისთვის, ხანმოკლე მოგზაურობისთვის.

როგორი იქნება სავსემთვარეობისა და დაბნელების დღე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი: წარმატებული დღეა. ფინანსურ საკითხებში ვარსკვლავები დაგეხმარებიან. არ გაუშვათ ინიციატივა საკუთარი ხელიდან, უარი არ თქვათ დახმარებაზე – საიმედო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა ძალიან წაგადგებათ. შეგიძლათ ძველი გეგმები და საქმეები შეაჯამოთ. მოსალოდნელია ახალი ამბის გაგება, რომელიც თქვენს საქმეებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

კურო: ამ დღის მოვლენები მთლიანად „ჩაგითრევთ“. აღმოჩნდება, რომ ყველას სჭირდებით, ამიტომ მოგიწევთ პრიორიტეტების განსაზღვრა. მოსალოდნელია გართულება, რომელიც ვითარების არასწორი შეფასების, წინდაუხედავი დაპირების ან გადატვირთული მუშაობის გამო შეიძლება წარმოიშვას. სასურველია საღამოს სტუმრად გატარება. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო და დასამახსოვრებელი შეხვედრა გქონდეთ. მოუსმინეთ ინტუიციას. მატერიალურ საკითხებზე შესაძლებელია გაუგებრობები ახლობლებთან.

ტყუპი: საბოლოოდ უნდა გაუსვათ ხაზი ძველი და ახალ გეგმებს, საქმეებსა და კონტაქტებს. ახალ პარტნიორებთან ურთიერთობები არ იქნება წარმატებული, სამაგიეროდ ძველმა მეგობრებმა ძვირფასი რჩევა შეიძლება მოგცენ. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მიიღოთ რაღაც ინფორმაცია, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს საქმეებზე ან ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მართებს შემოქმედებითი პროფესიის მქონე ტყუპებს.

კირჩხიბი: შესაძლოა, ემოციური შებოჭილობა და განწყობის დაქვეითება იგრძნოთ; მოსალოდნელია მატერიალურ საკითხებზე გაუგებრობები მეგობრებთან, ცუდი წინათგრძნობის ახდენა. დაუფიქრდით თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას.

ლომი: კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, სხვადასხვა საქმე და პრობლემა გამოგიჩნდებათ, ეს კი მაქსიმალურ აქტიურობასა და შრომისუნარიანობას მოითხოვს თქვენგან. დასვენების ნაცვლად მოგიწევთ ორომტრიალში ჩართვა, ზრუნვა სხვებზე. შესაძლოა, დღის განმავლობაში ერთი წუთითაც ვერ მოახერხოთ დასვენება. ეს შესაძლებელი მხოლოდ საღამოს გახდება.

ქალწული: იღბლიანი დღე გელოდებათ. არ გაგიჭირდებათ ახალი მოკავშირეების მოძებნა, საკუთარი იდეებით სხვების დაინტერესება. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც დიდ სიხარულს მოგანიჭებთ და წინსვლის მიმართულებას გიჩვენებთ. შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი საქმეები. შესაძლოა, შედეგი ისეთი არ იყოს, როგორიც გსურდათ, მაგრამ არც იმედგაცრუებული დარჩებით.

სასწორი: მიხედეთ პირად საქმეებსა და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. მშვენიერი, ხელსაყრელი დღეა ყოფითი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, როგორიცაა, მაგაითად, რემონტის დაწყება, ახალი ავეჯის ყიდვა. მარტოხელებს მრავლისმთქმელი, საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ თავშეკავები და გაუმკლავდეთ ცდუნებებს.

მორიელი: ხელსაყრელი დღეა, გამძაფრებული გექნებათ ინტუიცია, რომელიც გააზრებულ და კარგად გათვლილ მოქმედებებს უნდა შეუხამოთ. მომატებულია სასიცოცხლო ძალები, იოლად შეძლებთ მდგომაროების შეფასებას. ზედმეტი თვითკმაყოფილების გამო შეიძლება გაგირთულდეთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან. მოთოკეთ სიამაყე და ამპარტავნება და იმოქმედეთ საერთო საქმის სასიკეთოდ.

მშვილდოსანი: საშიშია დღეა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ფრთხილად იყავით. საქმეებში სერიოზული გარღვევის მოლოდინი ნუ გექნებათ. სჯობს, მოამთავროთ ძველი საქმეები, გეგმები. საინტერესო დღეა ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. არ გაუშვათ ხელიდან ძველი კავშირების აღდგენის შანსი.

თხის რქა: შესაძლოა, მოხდეს რამე მოვლენა ან გაიგოთ ისეთი ახალი ამბავი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს საქმეებზე. არ არის გამორიცხული, რომ შეიცვალოს ახალი პერსპექტიული გეგმების სტილი და თქვენი მუშაობის დონე, ან მიიღოთ პერსპექტიულ ერთობლივ პროექტში მონაწილეობის წინადადება. ასევე, შესაძლებელია, თქვენი პირადი ცხოვრება პროფესიულ საქმიანობაზე აისახოს, რაც გარკვეულ ცვლილებებს მოიტანს პარტნიორთან ურთიერთობებში.

მერწყული: ჰარმონიული და მშვიდი დღე გელოდებათ. შეიგრძნობთ, რომ თქვენი ფიქრები და გრძნობები გაწონასწორებულია. მშვიდ მდგომარეობაში ბევრ მიმდინარე საქმესთან გამკლავებას, ასევე ჩახლართულ ვითარებაში გარკვევას შეძლებთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება დღის მეორე ნახევარი.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თევზები: წინააღმდეგობრივი, ორბუნებოვანი დღე გელოდებათ. განწყობა გაუმართლებელი ოპტიმიზმიდან მელანქოლიამდე იმერყევებს, იქნებით ხან კეთილი და დამთმობი, ხან კი – ჯიუტი და გამაღიზიანებელი. დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, მოქმედებებს. შესაძლოა, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტშიც კი ჩაებათ.

0