საბავშვო ბაღის გამგე თანამშრომლებს ხელით ეხება – ჩხუბის ამსახველი ვიდეო

© photo: TV 25 / Youtubeდაპირისპირება საბავშვო ბაღში
დაპირისპირება საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ღურტას საბავშო ბაღში. თანამშრომლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ხელმძღვანელი კი პროვოკაციებსა და ორგანიზებულ შეტევებზე საუბრობს.

TV 25-მა ფარული ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ჩანს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი ბავშვები ტირიან. ვიდეო დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ ეხებიან ხელით ერთმანეთს გამგე და თანამშრომელი.

ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ დაპირისპირებული მხარეების, კონფლიქტებისა და პატარების სტრესულ გარემოში აღზრდის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ყველა ახალი ამბავი
0