ბავშვი გველს ეთამაშება

ეს ბავშვი უზარმაზარ პითონს ეთამაშება ვიდეო, რომელსაც უემოციოდ ვერ ნახავთ

108
(განახლებულია 15:42 12.06.2019)
ბავშვები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ვიდეოში ჩანს ბიჭუნა, რომელიც უზარმაზარ პითონს ეთამაშება. 

პითონები – გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა (ან დამოუკიდებელი ოჯახი). გავრცელებულია აღმოსავლეთ და, ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში.

ბინადრობენ უმთავრესად ლერწმიანებში, ლელიანებში, ქვებს შორის. კარგად ცურავენ, შეუძლიათ ხეზე ასვლა. იკვებებიან ძირითადად ხერხემლიანებით, რომლებსაც სხეულის რგონებით გუდავენ. პითონები კვერცხმდებლებია. მათი დამახასიათებელი თვისებაა ინკუბაცია. დედალი დებს 100-ზე მეტ კვერცხს (გააჩნია სახეობასა და მდედრის ზომას), რომლებსაც შემოეხვევა სხეულით 3-4 რგოლად და წარმოქმნის ცოცხალ კონუსს, რომლის შიგნით ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზე 12-15°-ით უფრო მაღალია. ინკუბაცია გრძელდება თვე, თვე-ნახევარი, ამ დროის მანძილზე მდედრი იცავს კვერცხებს მტაცებლებისაგან და ამ პერიოდში თითქმის არაფერს ჭამს.

108
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (543)