24 წლის წინ დაკარგული შვილისა და დედის შეხვედრა

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილისა და დედის ემოციური შეხვედრა ამაღელვებელი ვიდეო

404
(განახლებულია 19:56 03.06.2019)
24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი დედასთან ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, როდესაც 7-8 წლის იყო. სალომეს მამა შემთხვევით წააწყდა ბათუმში და ოჯახში წაიყვანა.

„დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა, როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები", – წერს სალომე ბუცხრიკიძე.

მისი თქმით, ნამდვილი ოჯახის ძებნა დათოს არასდროს შეუწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და მან სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი.

 

404
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (804)
როგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს

ვრცელდება კადრები, როგორ გაათავისუფლა თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი ტყეში ვიდეო

308
(განახლებულია 18:51 22.10.2020)
ოთხშაბათს საქართველოში საშინელი ამბავი გავრცელდა – ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედმა მძევლები აიყვანა.

ადგილობრივი ტელე-რადიოკომპანია „ოდიში” ავრცელებს კადრებს, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ ათავისუფლებს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს.

ამავე ვიდეოკადრებში ჩანს სპეცდანიშნულების რაზმიც.

თავად ტელევიზია აღნიშნულ ვიდეოს აქვეყნებს მინაწერით – „კადრები, თუ საიდან გაიქცა დამნაშავე მას შემდგომ, რაც მან ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა”.

ზუგდიდში 21 ოქტომბერს თავდამსხმელმა 40-ზე მეტი მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცველები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვიან საღამოს დასრულდა – როგორც შსს იუწყება, ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

308
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (804)
„ნიჭიერის“ მონაწილე ბიძინა გამრეკელი მეუღლესთან ერთად

ასაკოვანი წყვილის ვიდეო, რომელიც სოცქსელების ჰიტად იქცა

938
(განახლებულია 16:54 12.10.2020)
პროექტ „ნიჭერის“ მონაწილეზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში მეორე დღეა განხილვის თემაა. ნახეთ რატომ გახდა ვიდეო ასეთი პოპულარული.

ვიდეოში 73 წლის მომღერალი ბიძინა გამრეკელი, რომელიც „ნიჭიერის“ პირველი ნახევარფინალისთვის ემზადება, მეუღლესთან ერთადაა გადაღებული.

ვიდეოში წყვილი შეხვედრის და დაოჯახების დეტალებს იხსენებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლები იმან გაახალისა, რომ კითხვაზე, რით მოიხიბლნენ შეხვედრისას, პასუხის დროს კაცს მეუღლე მის კარგ თვისებებს კარნახობს.

938
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (804)
ტანკერები

აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

0
ნავთობმზიდზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ათის გადარჩენა მოხერხდა, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი წყალში აღმოჩნდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ორი აფეთქება მოხდა აზოვის ზღვაში მყოფ რუსულ ტანკერზე „გენერალი აზი ასლანოვი“ , ეკიპაჟს ათი წევრი ევაკუირებულია, სამი ადამიანი წყალში აღმოჩნდა, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი თქმით, აფეთქებები აზოვის ზღვის აკვატორიაში ხანძრის შემდეგ მოხდა. ტანკერზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში იუწყებიან, გემი პორტ „კავკაზიდან“ დონის როსტოვში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ტანკერი ცარიელია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანკერზე ნავთობპროდუქტების გამონაბოლქვი აფეთქდა, გემი ერთ მხარეს გადაიხარა. შესაბამის სამსახურში შეტყობინება აფეთქების შესახებ 18:40 საათზე შევიდა. 19:21 საათზე თბომავალ „სირიუსის“ ეკიპაჟმა ტანკერიდან ეკიპაჟის 10 წევრი აიყვანა.

მაშველები წყალში ეკიპაჟის სამ წევრს ეძებენ.

0
თემები:
რუსეთი დღეს