ნაგაზი ქუჩის ლეკვების ყურადღებით შეწუხდა - სახალისო ვიდეო

ნაგაზი ქუჩის ლეკვების ყურადღებით შეწუხდა სახალისო ვიდეო

218

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ალბათ ამ ძაღლს გარეთ გამოსვლა საერთოდ აღარ მოუნდება, იმხელა სტრესი გამოიარა ლეკვების დევნის გამო.

კადრებში ჩანს, როგორ უჭირავს ქალს ნაგაზი, რომელიც მის გარშემო დარბის და ცდილობს თავი დააღწიოს ექვს ლეკვს. ისინი ძაღლს გარს ეკვრიან, გაუჩერებლად უყეფენ და არ ეშვებიან, პატრონს კი სხვა გზა არ რჩება და ძაღლს უშვებს. ნაგაზს აშკარად არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა სიტუაციიდან გამოსავლის მონახვას ვერ ახერხებს.

 

218
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
დაუჯერებელი კადრები ფილმებში

ინდური ფილმები მსგავსი სპეცეფექტებით აქამდე არ გინახავთ სახალისო ვიდეო

332
(განახლებულია 20:03 03.07.2020)
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოშია ცნობილი. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით.

ბოლივუდს სახელი აშშ-ის კინემატოგრაფიის მექის ჰოლივუდის ანალოგიით დაერქვა, ის ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღეს მუმბაი) კინოინდუსტრიის სინონიმია.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც, შესაძლოა, უნებლიეთ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ინდოეთი დღეს ყველაზე მასობრივი კინოს მწარმოებელია მსოფლიოში – წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლით. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომელთა ნახვის დროს შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

332
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
გველმა ბაყაყი შეჭამა

„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი ზურა ჯაფარიძის ვიდეო

239
(განახლებულია 20:05 02.07.2020)
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

239
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (790)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 7 ივლისს

0
(განახლებულია 18:00 06.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ფიროსმანის, პეტრიწის, მუხაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მათიაშვილის, ქობულაძის, ჩოჩუას და კობცოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ცაიშის, მეუნარგიას, ქურდიანის, ზაქრაძის და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, მიცკევიჩის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს