ალპაკას პირველი შეხვედრა კატა სფინქსთან - სახალისო ვიდეო

ალპაკას პირველი შეხვედრა კატა სფინქსთან სახალისო ვიდეო

233

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ცნობისმოყვარე ცხოველი მძინარე კატას თავს აბეზრებს, საბედნიეროდ, სფინქსი არც ისე აგრესიული აღმოჩნდა.

კადრებში ჩანს, როგორ დგას ალპაკა მაგიდაზე მძინარე სფინქსის ჯიშის კატასთან. თავიდან ცხოველი გაკვირვებული უყურებს გაუგებარ არსებას და ყნოსავს მას, შემდეგ კი კატის ყურების კბენაზე გადადის. ძალიან მშვიდი სფინქსი ამ ყველაფერზე არანაირად არ რეაგირებს და ძილს განაგრძობს, ან უბრალოდ ცდილობს განაგრძოს.

233
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
გოგონა უზარმაზარ ძაღლს ეცეკვება

პატარა გოგონა თავის უზარმაზარ და ფუმფულა ძაღლთან ვალსს ცეკვავს დაუჯერებელი ვიდეო

1222
(განახლებულია 17:26 22.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო. ვიდეოში პატარა გოგონა საკუთარ ძაღლთან ერთად ცეკვავს.

ვიდეოს გოგონას დედა იღებს, რომელიც ემოციებს ვერ მალავს შვილისა და ძაღლის შემხედვარე.

ეს პატარა გოგონა მუსიკას უსმენდა, როდესაც ოტისი გადახტა მასთან საცეკვაოდ. ოტისმა გოგონას მხრებზე დაადო თათები და უკანა ფეხებზე დადგა.

პატარა გოგონა ბედნიერია თავის ფუმფულა ძაღლთან ცეკვით.

1222
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა უხერხული ვიდეო

726
(განახლებულია 19:36 16.07.2020)
უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოსძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა.

თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა ჩვეულებრივ განაგრძო.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მარიჩკა პადალკოს პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი და ივარაუდეს, რომ ეს დროებითი კბილი იყო.

726
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (798)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 9 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:22 08.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

9 აგვისტო, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ამ დღეს არ ივარგებს აჩქარება, მოუთმენლობა, იმპულსურობა.

კარგი დღეა აქტიურობისთვის, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ტაქტი, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა.

მატულობს ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ. შესანიშნავი დღეა სიყვარულის აღიარებისთვის. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარედ განვითარდება.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი ნაცნობობა და ძველი კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება, აქტიური მუშაობა, ლიდერის თვისებების გამოვლენა, მშენებლობის დაწყება, ხელმძღვანელი პირების მხრიდან კონტრაქტების დადება, ახალი ფილიალების გახსნა, ახალი წესების ამოქმედება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამომჟღავნება, ვინმეს ნებაზე აყოლა ან გარემოებებზე მინდობა, პასიურობა.

კარგი დღეა მოგზაურობის, მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, მოსალოდნელია თმის დაზიანება. შეღებვა კი შეიძლება. სჯობს, ამ დღეს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ, მათ შორის, თავის მასაჟი.

მებაღეობა: ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.

0