კატამ Dior-ის ჩვენებაზე პოდიუმზე გრაციოზულად გაიარა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა – ვიდეო

© photo: CBS Miami / Youtubeკატამ Dior-ის ჩვენებაზე პოდიუმზე გრაციოზულად გაიარა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა - ვიდეო
კატამ Dior-ის ჩვენებაზე პოდიუმზე გრაციოზულად გაიარა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა - ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ეს საყვარელი არსება არ მოერიდა საზოგადოების წინაშე პოდიუმზე გამოჩენას, თან სამოსის გარეშე, რის გამოც ის ჩვენებისა და საერთოდ ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა.

ეს სახალისო შემთხვევა 1 მაისს მარაკეშში (მაროკო) მოხდა მოდის სახლის Christian Dior საკრუიზო კოლექციის საგაზაფხულო-საზაფხულო ხაზის ჩვენებაზე. კადრებში ჩანს, როგორ გამოდის კატა მაყურებლების მხრიდან და ნელა, გრაციოზულად და აკურატულად მიდის პოდიუმზე ათობით მოდელის საპირისპირო მიმართულებით. დეფილეს შემდეგ კატა ასევე გრაციოზულად განაგრძობს მაყურებლებისკენ სიარულს.

 

ყველა ახალი ამბავი
0