სამაშველო ოპერაცია თბილისში: 15 მეტრის სიღრმის ხევში ორი ადამიანი გადავარდა – ვიდეო

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი მოქალაქე დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა, ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სპეციალური თოკების დახმარებით ხევში მყოფი ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0