რას არ ნახავს კაცი?! ორმა ახალგაზრდამ კუბო მეტროთი წაიღო

566
(განახლებულია 13:44 04.12.2018)

ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა კუბოს გადატანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოინდომა და მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში ჩავიდა.

ჩავიდნენ და გადაიტანეს კიდეც. როგორც მეტროპოლიტენის ხელმძღანელობა აცხადებს, ბიჭებს კანონი არ დაურღვევიათ. მოსკოვის მეტროთი ბარგის გადაზიდვა არ იკრძალება, მაგრამ ბარგი გარკვეულ სტანდარტებს, ანუ ზომებს უნდა აკმაყოფილებდეს და ცალკე საფასურიც უნდა გადაიხადოთ.

როგორც ცნობილი ხდება, მეტროს უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ გახსნა კუბო და ნახა, რომ ის ცარიელი იყო, მერე გაზომა, ახალგაზრდებს სალაროში დამატებითი საფასურიც გადაახდევინა და... გაატარა. 

აი თბილისის მეტროში კი...

566