„ხალხის სახლი, თეთრი სახლი მზადაა შობის აღსანიშნავად და დღესასწაულების სეზონისთვის“, - წერს ამერიკის პირველი ქალბატონი მელანია ტრამპი საკუთარ „ტვიტერზე“.
ამერიკის პირველმა ქალბატონმა მელანია ტრამპმა საკუთარი დიზაინით სადღესასწაულოდ მორთული თეთრი სახლი დაათვალიერა, მოიწონა და ამის შესახებ ქვეყნის მოსახლეობას არა მხოლოდ აცნობა, არამედ ვიდეოც შესთავაზა.