ირანელი არატი: 5 წლის უკვე „პელე“ ბიჭი, რომელიც ბევრს დაჩრდილავს

გამოწერა
არატი სულ რაღაც 5 წლისაა, მაგრამ კოჭებში ეტყობა, აქამდე არსებულ ყველა საფეხბურთო ვარსკვლავს დაჩრდილავს თავის დროზე

არატი სულ რაღაც 5 წლისაა, მაგრამ კოჭებში ეტყობა, აქამდე არსებულ ყველა საფეხბურთო ვარსკვლავს დაჩრდილავს თავის დროზე.

„ყველას მოგესალმებით, ჩემი სახელია არატ ჰოსეინი და 5 წლის მომავალი ჩემპიონი ვარ!“ - ასე იწყება 8 აგვისტოს ნიჭიერი ბიჭუნას ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილი.

აშკარად არ აჭარბებს - ყველაფრიდან ჩანს, რომ მართლა მომავალი ვარსკვლავია. უნდა ნახოთ, როგორ ფინტებს ატარებს, როგორ დიდურად თამაშობს ფეხბურთს. ისიც ეტყობა, რომ ვარჯიში დიდ სიამოვნებას გვრის. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთელობა თავად აურჩევია. 

ფეისბუქ-პოსტში არატი წერს: 

„ირანში ვცხოვრობ ოჯახთან და მამასთან ერთად, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ერთგული მწვრთნელია!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 6 თვისა საქანელაზე ჩემით ვქანაობდი და მამა ამ ვიდეოების გამოქვეყნებას შეუდგა. ის მიხვდა, რომ ტორსის ზედა ნაწილი განსაკუთრებით ძლიერი მქონდა და ამიტომ ღმერთის ნაბოძები ნიჭის განვითარება გადაწყვიტა. დავიწყეთ ყოველდღე თითოსაათიანი ვარჯიში. მოკლე დროში ცალ ხელზე აზიდვების კეთება, კედლებზე ძრომა და სამზარეულოს კარადიდან ხტომით სალტოების კეთება.

ბევრ ტელეშოუში მიმიწვიეს, Daily Mail-მაც კი დაწერა ჩემზე!

GoFundMe დაარსდა იმისთვის, რომ დამეხმაროთ ოცნების ასრულებაში, გავხდე ისეთი ჩემპიონი, როგორიც შემიძლია ვიყო!

მამას ვუთხარი, რომ ჩემი მიზანია გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი! იმ ფულით, რომელსაც გადმომირიცხავთ, უკეთეს აღჭურვილობას შევიძენ, პროფესიონალ მწვრთნელებს დავიქირავებ.

დიდი მადლობა სიკეთისა და მხარდაჭერისთვის. გპირდებით, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, ვიშრომებ იმისთვის, რომ ოცნებები ავისრულო!“ 

ყველა ახალი ამბავი
0