Kiki Challenge ქართულად, ანუ „საქმეშემოლეული ქართველი ქალი“

გამოწერა

ქართველმა ახალგაზრდა ქალმა ბოლო დროს პოპულარული Kiki Challenge შეასრულა და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.

Kiki challenge — ეს ერთგვარი ვიდეო-სელფია, რა დროსაც მძღოლი დაძრული ავტომობილიდან გადმოდის და ცეკვა-ცეკვით მიჰყვება მანქანას, ხოლო თანამგზავრი ვიდეოს უღებს.

Kiki challenge - ანუ ჩუსტით შეიარაღებული დედა და გალახული ახმახი - Sputnik საქართველო
Kiki challenge – ანუ ჩუსტით შეიარაღებული დედა და გალახული ახმახი

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები მაინც და მაინც კეთილგანწყობილები ვერ აღმოჩნდნენ თამამი ახალგაზრდა ქალისადმი. ბევრი მათგანი წერდა, ეტყობა, მეტი საქმე არ აქვს და ამიტომაც სისულეებითაა დაკავებულიო. 

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ხალისიანი მშვენიერი გოგონას Kiki Challenge ძალიან მოეწონათ.

ყველა ახალი ამბავი
0