ჯიუტი სვანი, „ტოიოტა“ და შმაგი ვედურა, ანუ როგორ ცდიან სვანები მანქანას

გამოწერა

ეს მოხდა სვანეთში, ვედის ხეობაში, გაზაფხულზე, როცა ადიდებული მდინარე ვედურა მართლაც რომ ღრიალით მიარღვევს ხოლმე კალაპოტს. ანუ ყველაზე სახიფათო დროს. 

სწორედ ამ ყველაზე საშიშ პერიოდში გადაწყვიტეს თავგადასავლის მაძიებელმა სვანმა კაცებმა, რომ გაშმაგებული მდინარე ავტომობილით გადაელახათ.

და რა გგონიათ?! გადალახეს კიდეც. როგორც ჩანს, ასე გამოცადეს „ტოიოტას“ სიმძლავრე.

კადრებში ჩანს, როგორ ჯიუტად მიიწევს წინ მძღოლი, როგორ არ ეპუება მთის სწრაფ მდინარეს და როგორ მოაცურა ერთი-ორჯერ ძლიერმა ტალღებმა ავტომობილი. ჩანს ისიც, რომ მეორე ნაპირიდან შეძახილებით ამხნევებენ, თუმცა ვედურას ღრიალში სიტყვები არ ისმის. მხოლოდ ბოლოს, როცა ავტომობილი სამშვიდობის გადის, ისმის კამერისკენ შემობრუნებული ახალგაზრდის ქებით ნათქვამი:

„მართლა სვანი ხარ, ძმაო!“

კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0