ენოტი, რომელმაც მსოფლიოს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის „საუკუნის შეხვედრა“ დაავიწყა

162
(განახლებულია 18:32 13.06.2018)
სანამ მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრაზე იყო გადატანილი, მინესოტაში ენოტმა დრო იხელთა და სახიფათო მოგზაურობაში გაეშურა... ცათამბჯენ UBS Tower-ის სახურავისკენ.

ენოტი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიუტად მიიწევდა წინ. იუზერებმა პატარა ცხოველის „მთამსვლელობის“ პირდაპირი ტრანსლაცია მოაწყვეს სოციალურ ქსელებში და ცოტა ხანში მხოლოდ მთელი ამერიკა კი არა, სხვა ქვეყნებიც ადევნებდნენ თვალს ენოტის თავგადასავალს.

სამწუხაროდ, ენოტის კედლიდან „მოხსნა“ არ მოხერხდა, ვინაიდან ცათამბჯენის ფანჯრები არ იღება. ადამიანები მხოლოდ თვალს ადევნებდნენ მას და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, ფოტოებზე, რომლებიც მას სხვადასხვა სართულებზე რაფებზე შესვენებისას გადაუღეს, ენოტი შეშინებული და დამფრთხალი სულაც არ ჩანს.
ბოლოს, როგორც იქნა, მრავალსაათიანი მოგზაურობის შემდეგ ენოტმა  ცათამბჯენის ბოლო დაბრკოლება გადალახა და სახურავზე მშვიდობიანად ააღწია.

162