ROCK SHOCK! სათნო ბებოს „ალქაჯად“ გარდასახვის კადრები

გამოწერა

ჯეინ დარენი 68 წლის ბრიტანელი ქალბატონია, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, ახალგაზრდობა გაეხსენებინა და გახმაურებულ შოუ Britain's Got Talent-ს სწვეოდა.

კიდეც ეწვია, კიდეც იმღერა და კიდეც გააოგნა მაყურებელი და ჟიური. 

„ბებიურად“ გამოწყობილმა დარენმა ჟიურის თავი წარუდგინა, მერე კი… ჯერ გრძელი, ნაქსოვი ჟაკეტი მოისროლა შორს, მერე ბლუზა გადაიძრო თავზე, მერე კოჭებამდე ქვედაბოლოც გაიხადა და სცენაზე მოდური, ახალგაზრდული, ტყავის „მინიიუბკით“, ტანზე შემოტმასნილი მაისურით, აჟურული წინდებითა და დაჭრილ ორნამენტებიანი ჩექმებით დარჩა — ერთიანად შავად შემოსილი.

ამ დროს მუსიკაც აჟღერდა და დარენმა ისეთი როკი „შეუბერა“, რომ…

დანარჩენი თავად უნდა ნახოთ და მოისმინოთ. გვერწმუნეთ, არ ინანებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0