დაუპატიჟებელი სტუმრები: ვარხვები გამოსაშვებ საღამოზე და გამხიარულებული ხალხი

გამოწერა

კალიფორნიაში ვარხვებმა კინაღამ ჩაშალეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.

სახალისო ინციდენტი პეპერდაინის უნივერსიტეტში მოხდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მოფრინავს საიდანღაც ორი დიდი ტანის ფრინველი და ლამის თავზე აჯდება დამსწრეებს. ერთ-ერთი ვარხვი მაყურებელთა პირველ რიგში მოთავსებასაც კი ცდილობდა, შემდეგ კი საზეიმო წითელ ხალიჩაზე გადაინაცვლა.

დაცვა შეეცადა გაერიდებინა ფრინველები იქაურობისთვის, თუმცა აქედან ბევრი არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ ცერემონიის დამსწრე საზოგადოება გემრიელად გახალისდა. 

ყველა ახალი ამბავი
0