საპირველაპრილო აქცია „მოდით თქვენი ძველი ავტომობილით და მიიღეთ სრულიად ახალი BMW“

გამოწერა

„სულელების დღეს“, ანუ პირველ აპრილს, რომელიც ლამის მთელ მსოფლიოში აღინიშნება, ისე აქვს „სახელი გატეხილი“, რომ იმ დღეს ყველა ეჭვით უყურებს ერთმანეთს და არაფერს იჯერებს, რაც მათ გარშემო ხდება.

ასე მოხდა 2015 წელსაც, როდესაც კომპანია BMW-მ სწორედ 1 აპრილს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მიმართა: „მოდით თქვენი ძველი ავტომობილით და მიიღეთ სრულიად ახალი BMW!“

და, რაღა თქმა უნდა, ავტოკონცერნის ეს გრანდიოზული შეთავაზება არავინ დაიჯერა — პირველი აპრილი იყო და იმიტომ… არავინ — თიანა მარშის გარდა, რომელიც მეგობართან ერთად ძველი „ნისანით“ მიადგა ავტოსალონს.

აი იქ მოხდა, რაც მოხდა!

ავტოკონცერნმა თიანას ახალთ-ახალი, გაპრიალებულ-გასისინებული BMW მიართვა იმ ნდობისთვის, რომელიც მან კომპანიის მიმართ გამოიჩინა და „სულელების დღედ“ შერაცხულ დღესაც კი დაიჯერა მათი დაპირება.  

 

ყველა ახალი ამბავი
0