მამის კრეატივი და ბიჭუნას წარმატება: საბავშვო ბაღიდან პირდაპირ ტელეწამყვანად

გამოწერა

ამერიკელი კარდენ კორტსი სულ პატარა ბიჭია, ჯერ ისევ საბავშვო ბაღში დადის, მაგრამ უკვე დაიწყო კარიერის კეთება.

ბიჭს საბავშვო ბაღში დაავალეს, რომ ამინდის საკუთარი პროგნოზი გადაეღო. კარდენმაც მამას სთხოვა დახმარება და მათ ისეთი არაჩვეულებრივი ვიდეო გადაიღეს, რომ ის საიტ Reddit-ის ტოპში მოხვდა, კოლორადოს სატელევიზიო ქსელმა WeatherNation კი ამინდის პროგნოზების ჩასაწერად მიიწვია.

აი, ასე ხდება — როცა საქმეს გულიანად აკეთებ, წარმატება და კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვს, თუნდაც ბაღის ასაკში.

ყველა ახალი ამბავი
0