დედინაცვლის საჩუქარი დაბადების დღეზე: ნაშვილები გოგონას ცრემლების უცნაური მიზეზი

გამოწერა

დაგვეთანხმებით, ისეთი საჩუქრის შერჩევა, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდება ადამიანს, იოლი საქმე არ არის.მაგრამ ერთმა ამერიკელმა ქალმა ეს მოახერხა. ბრიჯიტმა ისეთი რამ აჩუქა შვილობილ ჰეილის, რომ გოგონას ცრემლები წასკდა…

ჰეილი ნაშვილებია, მაგრამ ოჯახს ის ღვიძლი შვილივით უყვარს. დაბადების დღეზე დედინაცვალმა შესანიშნავი ზეიმი მოუწყო, რომელზეც ახლობელ-მეგობრებმა უამრავი პრეზენტით გაახარეს გოგონა. მაგრამ უმთავრესი საჩუქარი ჰეილიმ სულ ბოლოს მიიღო საკუთარი დედინაცვლისგან.

სავარძელში ჩასკუპებულ იუბილარს ბრიჯიტმა ჯერ რბილი სათამაშო გადასცა, შემდეგ სამკაული, ბოლოს კი რაღაც ფურცელი. ეს უბრალო ფურცელი კი არ იყო, არამედ უმთავრესი დოკუმენტი ჰეილის ცხოვრებაში: იმ დღეს სახელმწიფომ ოფიციალურად მიანიჭა ბრიჯიტს ჰეილის დედობის უფლება!

და ეს სწორედ ის საჩუქარი იყო, რომელმაც პატარა იუბილარი ბედნიერი ცრემლებით აატირა და ბრიჯიტისთვის უძვირფასესი სიტყვები ათქმევინა: „დე, მიყვარხარ!“

ყველა ახალი ამბავი
0