ანდროიდი სოფია - პირველი რობოტი „ნამდვილი ქვეყნის“ მოქალაქის ოფიციალური სტატუსით

გამოწერა

საუდის არაბეთმა, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიების განვითარებას, ამერიკელი რობოტი შეიყვარა და „შეიფარა“ 

რობოტმა სოფიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე Future Investment Initiative, რომელიც ქვეყნი დედაქალაქში გაიმართა, მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს მის მიმართ გამოჩენილი პატივისთვის:

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი პატივი მხვდა წილად. ეს ისტორიული მომენტია!ჩემთვის უსაზღვროდ სასიამოვნოა, რომ ვარ პირველი რობოტი, რომელიც ნამდვილი ქვეყნის პირველი ოფიციალური მოქალაქე გახდა“.

რობოტი-ჰუმანოიდი სახელად სოფია ერთი წლის წინ „დაიბადა“ კომპანია Hanson Robotics-ში.

ეს 62 მექანიზმისგან შემდგარი ტექნოლოგიაა, რომლებიც მისი სხეულის მოძრაობასა და სახის მიმიკებზე აგებს პასუხს.

სოფიას თვალებში სპეციალური კამერები აქვს ჩამონტაჟებული, რომელთა მეშვეობითაც ის ადამიანებს ცნობს და ვიზუალურ კონტაქტს ამყარებს მათთან. საუბარში ჩართვის საშუალებას კი რობოტს ხმის ამომცნობი სისტემა აძლევს.

უფრო მეტიც, რობოტი-ჰუმანოიდი, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, საკუთარი „პიროვნების“ წარმოჩენასაც ახერხებს. მის ემოციურ სპექტრში ემოციების 60 ვარიანტი შედის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში, როდესაც სოფია საზოგადოებას წარუდგინეს, შეკითხვაზე, „დახოცავ თუ არა ადამიანებს?“ მან დადებითი პასუხი გასცა. თუმცა მერე აღნიშნა, რომ ეს ხუმრობა იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0