„ნუ ჩახვალთ საქართველოში, იმიტომ რომ...“ - (ანტი)სარეკლამო ვიდეორგოლი YouTube-ზე

გამოწერა

ორიოდე დღის წინ YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც სათაურითვე იქცევს ყურადღებას მყვირალა მოწოდებით: „ნუ ჩახვალთ საქართველოში!“

ვიდეოში პუნქტებად არის ჩამოთვლილი, თუ რატომ არ ღირს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა და რატომ უნდა შეიკავონ ტურისტებმა საქართველოში სტუმრობისგან. თურმე იმიტომ, რომ:

  • საქართველოში ერთფეროვანი პეიზაჟებია;
  • საქართველოში არაფრით გამორჩეული პანორამული ხედებია;
  • საქართველოს ღირსშესანიშნაობები უფერულია და შეუმჩნეველი;
  • საქართველო ღარიბი ისტორიის ქვეყანაა;
  • საქართველოში მოსაწყენი, არაფრისმთქმელი ტაძრებია;
  • საქართველოს არ გააჩნია ეროვნული სამზარეულო…

მაგრამ პირველივე ანტისარეკლამო მოწოდების შემდეგ კადრში იმდენად გრანდიოზული ხედები და სურათები ჩნდება, სუნთქვა გეკვრის და ხვდები, რომ…

როგორც ირკვევა, ეს ვიდეორგოლი ცნობილ მოგზაურ ბლოგერს აუტვირთავს „იუთუბის“ საკუთარ არხზე Tolt around the world და რეალურად, დიდი სამსახურიც გაუწევია საქართველოსთვის პოპულარიზაციის კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0