ორიგინალური ვიდეო „ღიმილაკების“ ნამდვილი მნიშვნელობის ამოსაცნობად

გამოწერა
19 ოქტომბერი საყოველთაოდ ცნობილი და ციფრული ეპოქისთვის ესოდენ აუცილებელი „სმაილის“ დაბადების დღეა.

35 წლის წინ, 1982 წლის 19 სექტემბერს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ ფალმანმა კომპიუტერულ ტექსტში გაღიმებული სახის აღსანიშნად პირველად გამოიყენა სამი სიმბოლო: ორწერტილი, დეფისი და დახურული ფრჩხილი. გვერდულად თუ შეხედავდით, ეს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული სიმბოლოები გაღიმებულ სახეს ქმნიდა. ღიმილის საწინააღმდეგო ემოციის „ეკონომიურად“ გამოსასახად ფალმანმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას დახურულის ნაცვლად ფრჩხილის გახსნის ნიშნის გამოყენება შესთავაზა.

და დაიწყო…

„ღიმილაკები“ მალე ელექტრონული ლექსიკონის უდიდეს შენაძენად იქცა. დროთა განმავლობაში ისინი დაიხვეწა, გამრავლდა და გამრავალფეროვნდა. დღეს ისეთი რაოდენობის „სმაილი“ არსებობს, რომ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა არც კი იცის მათი ნამდვილი მნიშვნელობა.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვიდეო ხილულად და ორიგინალურად გაგარკვევთ, ადამიანის რომელ ემოციას შეესაბამება ყველაზე გავრცელებული და ცნობილი „სმაილები“.

ყველა ახალი ამბავი
0