აუცილებლად სანახავი: აზიურ ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის ვიდეოინსტრუქცია

გამოწერა

საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებულად მომრავლებულმა მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ, რომელმაც მიმდინარე ზაფხულში არაერთი პრობლემა შექმნა ქვეყნის რეგიონებში, უკვე თბილისშიც შემოაღწია.

ფაროსანა იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ შესაბამისი სამსახურები მას ავიაციითაც კი ებრძოდნენ, მაგრამ მწერის პოპულაციის შესუსტება ვერ მოხერხდა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იმ რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება, რომლებიც უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადდა. თუმცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაინც საჭიროდ მიიჩნია, აღნიშნულ მწერთან სახლის პირობებში ბრძოლის ვიდეოინსტრუქცია ქართულად ეთარგმნა და საკუთარ ვებ-გვერდზე გაევრცელებინა.

ვფიქრობთ, აღნიშნული ვიდეოს ნახვა ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა, რათა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გავიადვილოთ.

ყველა ახალი ამბავი
0