სამართლიანობის მძაფრი შეგრძნება ცხოველებში – ექსპერიმენტის ვიდეოკადრები

გამოწერა

ცხოველები ხშირად გვაოცებენ ისეთი თვისებებით, რომლებიც, რატომღაც, მხოლოდ ადამიანებისთვის დამახასიათებლად მიგვაჩნია.

განა ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ცხოველებს სამართლიანობის გამძაფრებული მოთხოვნა აქვთ და შეძლებისდაგვარად იბრძვიან კიდეც მის დასამკვიდრებლად?

2003 წელს ფრანს დე ვაალმა და სარა ბროსნანმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს იმის დასამტკიცებლად, რომ ცხოველებს ნამდვილად აქვთ სამართლიანობის გრძნობა. სხვადასხვა გალიაში მჯდომ ორ კაპუცინს ერთი და იგივე დავალება მისცეს, რომლის შესრულებისთვისაც განსხვავებულ "პრიზებს" აძლევდნენ: ერთს კიტრს (ვიდეოში ის მარცხნივაა), მეორეს კი — ყურძნის მარცვლებს.

როგორი რეაქცია ჰქონდა "დაჩაგრულ" კაპუცინს, თავად ნახეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0