ბავშვები მძიმე არჩევანის წინაშე: საჩუქარი დედას თუ საკუთარ თავს?

გამოწერა

- რა საჩუქარი გინდა მიიღო შობაზე?— ამ შეკითხვით მიმართეს ექსპერიმენტის მონაწილე ბავშვებს აშშ-ში… და უმძიმესი არჩევანის წინაშეც დააყენეს.

ეს არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი გამოდგა — არაჩვეულებრივი თავისი შედეგით.

ბავშვებმა ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე გულწრფელად უპასუხეს შეკითხვას, თუ რა საჩუქარი სურდათ თავად, მეორე ეტაპზე კი გამოთქვეს ვარაუდი, თუ რა საჩუქარს ისურვებდნენ მათი დედიკოები.

მესამე ეტაპი იყო უმძიმესი და ერთგვარად დაუნდობელიც კი: ბავშვები მძიმე არჩევანის წინაშე დააყენეს. მათ უნდა აერჩიათ ერთი საჩუქარი — ან თავისთვის, ან დედისთვის, ორივეს აღების უფლება არ ჰქონდათ.

და, როგორც წესი, ყველამ აირჩია… საჩუქარი დედისთვის! თანაც ისეთი გულისამაჩუყებელი განმარტება–კომენტარები მოაყოლეს საკუთარ გადაწყვეტილებას, ისეთი, რომ…

მოკლედ, ნახეთ ვიდეო და კიდევ ერთხელ გაიაზრეთ, რომ ბავშვი სუფთა დაფაა — რასაც ერთხელ წააწერ, მთელი ცხოვრება გაჰყვება.

ყველა ახალი ამბავი
0