ინტერნეტქსელი დაიპყრო ვიდეომ, რომელზეც 19 თვის დედლის, ჯოკგუს უნიკალური ტალანტია აღბეჭდილი.
ჯოკგუმ შოუში America’s Got Talent სინთეზატორზე დაუკრა სიმღერა America the Beautiful.
ვიდეომ, რომელიც „იუთუბის“ გარდა სოციალური ქსელებითაც გავრცელდა, „ფეისბუქში“ რამდენიმე დღეში თითქმის 24 მლნ ნახვა და 303 ათასი კომენტარი დააგროვა.
ქათმის პატრონმა შენონ მაიერსმა თქვა, რომ ჯოკგუმ დაკვრა სულ რაღაც ორ კვირაში ისწავლა.
როგორც ირკვევა, შენონს ფერმაში სხვა ქათმებიც ჰყავს, რომლებიც მუსიკალურ ჯგუფში შედიან, მაგრამ ისინი ჯოკგუსავით ნიჭიერები არ არიან.