უცნაური შემთხვევა: ადამიანები მწყურვალ სამეფო კობრას ბოთლიდან წყალს ასმევენ

გამოწერა

სამეფო კობრა ადამიანებთან, როგორც წესი, იშვიათად კონტაქტობს. მაგრამ წყურვილმა აიძულა, გადაეხვია წესიდან.

ეს შემთხვევა ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. კობრა ისე გააწამა წყურვილმა, რომ დახმარებისთვის ადამიანებს მიმართა — სოფლის ცენტრში გამოსრიალდა და წყალი „მოითხოვა“. საოცარია, მაგრამ ხალხი თავს კი არ დაესხა ქვეწარმავალს მოსაკლავად, არამედ ბოთლიდან დაარწყულა.

არადა, თან ესმოდათ, რომ ეს სიკეთე შესაძლოა სატირლად დამთავრებულიყო. ამიტომაც სანამ ერთი წყალს ასმევდა კობრას, მეორეს კუდიდან ეჭირა.

უყურეთ ვიდეორგოლს და ნახეთ, რამდენი სიკეთეა ადამიანში ჩაბუდებული.

ყველა ახალი ამბავი
0