თათია ფილიევას მოკლემეტრაჟიანი ფილმი ას მილიონზე მეტი ნახვით

გამოწერა

თათია ფილიევა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრია.

ამაყობს, რომ საქართველოშია გაზრდილი ამიტომ "ტვიტერის" სტატუსში აკონკრეტებს, რომ საუბარია არა ამერიკის შტატზე, არამედ ქვეყანაზე. ხოლო „ფეისბუქზე“ საქართველოს ხედის ფონზე გადაღებული ფოტო უდევს.

თათიას პირველ მხატრულ ფილმში FOREVER ("სამუდამოდ"), რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ეკრანებზე, დებორა ენ უოლი და ლიუკ გრაიმსი მონაწილებდნენ. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით FIRST KISS ("პირველი კოცნა"), რომელიც YOUTUBE-ზეა ატვირთული, 100 მილიონზე მეტმა კაცმა ნახა (119 609 107). ამ ფილმმა 2014 წელს კანის ფესტივალზე ოქროს ლომი მიიღო. ის ასევე დაჯილდოებულია პრიზით Clio Award.

ფილმ FIRST KISS-ში მონაწილეობის მიღების მსურველები თათია ფილიევამ "ფეისბუქით" მიიწვია. სცენარის თანახმად, სრულიად უცნობ ადამიანებს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ, ხოლო კამერა იმ ემოციებს აღბეჭდავდა, რომელიც ამ დროს ეუფლებოდა წყვილს.

ყველა ახალი ამბავი
0