„მაშა და დათვი“ – სერია 2 მლრდ-ზე მეტი ნახვით YouTube-ზე

გამოწერა

YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოებს შორის მეხუთეა ანიმაცია „მაშა და დათვის“ მე-17 სერია, რომლის ნახვამაც 2 მილიარდს გადააჭარბა.

სერია სახელწოდებით „მაშა+ფაფა“ Get Movies-ის YouTube არხზე 2012 წლის 31 იანვარს აიტვირთა და დღეის მდგომარეობით 2 004 253 136 ადამიანს აქვს ნანახი.

მანამდე ამ რაოდენობის ნახვა წილად მხოლოდ ოთხ ვიდეოს ერგო.

წინა ოთხი რეკორდსმენი ვიდეოს ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

პირველი ადგილი: Gangnam Style — 2 788 379 160 ნახვა;

მეორე ადგილი: Wiz Khalifa — See You Again ft. Charlie Puth — 2 526 319 421 ნახვა

მესამე ადგილი: Justin Bieber — Sorry — 2 332 244 273 ნახვა;

მეოთხე ადგილი — Mark Ronson — 2 274 699 060 ნახვა.

ყველა ახალი ამბავი
0