მამაკაცი პედიატრების მიერ შესრულებული ცეკვა „გედების ტბიდან“

გამოწერა

ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, ვფიქრობთ, გულგრილს არავის დაგტოვებთ, ვინაიდან ის ბავშვთა ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმების „სიანცეს“ ასახავს.

პედიატრმა მამაკაცებმა უჩვეულოდ სახალისო სანახაობა შესთავაზეს კოლეგებსა და წვეულების სტუმრებს: „პაჩკებში“ გამოეწყვნენ და ფეხშიშველებმა (როგორც ჩანს, შესაფერისი ზომის პუანტები ვერ იშოვეს) ბალეტ „გედების ტბიდან“ პატარა გედების ცეკვა შეასრულეს, თანაც, საოცარი მონდომებით.

უყურეთ და გახალისდით.

ყველა ახალი ამბავი
0