როგორ ამზადებენ ხილ-ბოსტნეულს გასაყიდად — შოკის მომგვრელი კადრები

გამოწერა

ალბათ ბევრს გახსოვთ, რომ წარსულში ბაზრებში ზამთრობით ვაშლის, კარალიოკისა თუ ციტრუსების გარდა სხვა ხილს ვერ ნახავდით, ხოლო თუ არასეზონურ პომიდორს ან კიტრს მოჰკრავდით თვალს, ზუსტად იცოდით, რომ ის სათბურში იყო მოწეული და გემოთი ბევრად ჩამორჩებოდა ბუნებრივ პირობებში გაზრდილს. სხვათა შორის, ამის გამო მყიდველიც იშვითად ჰყავდა — სათბურის პროდუქციას მხოლოდ სადღესასწაულო სუფრებისთვის თუ იძენდნენ.

ახლა კი უბნის პაწია მაღაზიაშიც კი არასეზონური ხილისა და ბოსტნეულის დიდი არჩევანია და, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, დედაბრებიც თამამად ითხოვენ იანვარში მარწყვს.

სამწუხაროდ, ეს უსაფრთხო არ არის. უფრო სწორად, ფრიად საშიშიცაა! ახლა სუპერ- და ჰიპერმარკეტებში სათბურში მოყვანილი პროდუქცია კი არ იყიდება, არამედ უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი, მათ შორის ჩინეთიდან.

იხილეთ შოკისმომგვრელი ვიდეო, თუ როგორ ამუშავებენ ხილსა თუ ბოსტნეულს სასაქონლო სახის მისაცემად სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0