„ოჯახის მუჭუჭი“ პინგვინი ფეფა

გამოწერა

„ყველაფერი სახლში“ — ეს თბილისის ზოოპარკის ბინადარ პინგვინზე შეიძლება ითქვას. პინგვინი, სახელად ფეფა, ძალზე საქმიანია. მას, მართალია, ჯერჯერობით ოჯახი არ ჰყავს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ოჯახისთვის ემზადება.

ფეფას თავის „ბუნაგში“ მიაქვს ყველაფერი, რაც კი შეხვდება — ბალახები, ქვები, ბუმბული. განსაკუთრებით კი მას ზოოპარკის თანამშრომლების შარფები და ქუთუკები უყვარს. და კიდევ, ფეფა, ზოოპარკის სხვა ბინადრების მსგავსად, ძალიან კონტაქტურია. 

ზოოპარკის ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობს ბინადრების ყოველდღიურობა გაამრავალფეროვნოს და ხშირად მათ ეთამაშებიან კიდეც. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილეთ კადრები, თუ როგორ დარბის ფეფა თავისი „ნადავლიდან“ ზოოპარკის თანამშრომლამდე ისე, რომ ბოლომდე ვერ გაურკვევია, რომელია მისთვის უფრო მნიშვნელოვანი — თამაში თუ ზოოპარკის თანამშრომლის მორიგი შარფი.

ყველა ახალი ამბავი
0