ჩინეთში სამხედროებმა დამბა ააფეთქეს და ადამიანები წყალდიდობისგან გადაარჩინეს – ვიდეო

გამოწერა
ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მდინარე ლიანძისა და მდინარე ნიუშანის გამყოფი კაშხალი ააფეთქეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ამ მეთოდით გადაწყვიტა წყლის დონის დაწევა, რომელმაც მანამდე ძლიერი წვიმების გამო აიწია.
დამბის ასაფეთქებლად, რომელიც თითქმის 4 კმ სიგრძის იყო, 27 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გახდა საჭირო. აფეთქებისათვის მზადების დროს 1,5 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ოპერაციაში მონაწილეობდა 75 სამხედრო მოსამსახურე და 14 ერთეული სპეცტექნიკა.
აფეთქების შემდეგ წყლის დონემ კლება დაიწყო.
ლიანძი ჰუბეის პროვინციაში სიდიდით მეორე ტბაა. გადაუღებელი წვიმების გამო მასში წყლის დონემ 12 სანტიმეტრით მოიმატა. ნიუშანის ტბაში წყლის დონე შედარებით დაბალი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0