იაკუტიაში 1,5 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე იწვის: ვიდეო ადგილიდან

75
(განახლებულია 16:58 20.07.2021)
ცეცხლი, რომელსაც ამ დროისათვის 200 კერა აქვს და თანდათან კიდევ ვრცელდება, იმდენად ძლიერია, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს.

ხანძართან საბრძოლველად მთელი ქვეყნიდან გადაჰყავთ მეხანძრეები. ოპერაციაში 2188 კაცი და 279 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანებით შექმნილია სპეციალური ავიადაჯგუფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვერტმფრენები Ми-8 და თვითმფრინავები Ил-76.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეგიონში ორი თვითმფრინავი-ამფიბიაც გაგზავნა.

75

სიცილიის სანაპიროზე ღვინის ამფორებით დატვირთული ძველრომაული ხომალდი იპოვეს - ვიდეო

26
წყალქვეშა რობოტმა ფოტოები გადაუღო ჩაძირულ ხომალდს და ამფორებს, რომლებიც ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება

ხმელთაშუა ზღვაში, პალერმოს სანაპიროსთან ძელრომაული ხომალდი აღმოაჩინეს. ჩაძირულ გემს გადაქონდა ღვინის ამფორები.

ხომალდი ქალაქ იზოლა-დელა-ფემინის მახლობლად, 92 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

წყალქვეშა რობოტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა ხომალდის პირველი სურათების გადაღება.

სიცილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი დახმარებით, გაირკვევა, თუ როგორ ვაჭრობდა რომი ხმელთაშუა ზღვაში და როგორ იგებოდა იმ დროში ხომალდები.

ერთი კვირით ადრე იპოვეს კიდევ ერთი რომაული ხომალდი, რომელსაც ასევე ღვინო გადაქონდა. ის კუნძულ უსტიკას მახლობლად 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. გემი ასევე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით.

26

ძლიერი მიწისძვრა ალასკაზე: ამერიკა ცუნამის მოლოდინში ვიდეო

84
(განახლებულია 20:25 29.07.2021)
ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე მომხდარი 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1964 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერია.

1964 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრა 9,2 ბალიანი იყო.

სააგენტო „ფრანს–პრესის“ ცნობით, 1964 წლის მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ანკორიჯი და გამოიწვია ცუნამი, რომელიც თავს დაატყდა ალასკას, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს და ჰავაის. სტიქიას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ ამერიკაში ცუნამის საშიშოება გამოცხადდა. მოგვიანებით საფრთხე გაუქმდა გუამში, ჰავაისა და ზოგიერთ კუნძულზე, თუმცა საშიშროება კვლავ აქტუალურია ალასკისთვის და ალეუტის კუნძულებისთვის. ცუნამის საფრთხის ქვეშ მყოფ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა.

84
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0