ინდოეთში მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ვიდეო

54
(განახლებულია 14:30 19.07.2021)
ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრის ჩამოწოლამ შენობის ნგრევა გამოიწვია, რომლის ნანგრევებშიც მინიმუმ 15 ადამიანი მოყვა.

მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს ბჰატარ ნაგარისა და ჩემბურის რაიონებში, კიდევ ცხრა ადამიანი – სურია ნაგარში. ამ დროისათვის დაღუპულთა რაოდენობა 23-ს შეადგენს. სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, მუმბაიში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები წყალდიდობის ადგილებიდან. მუმბაის ზოგ ქუჩაზე წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები.

უამინდობის გამო მუმბაიში გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

54

თმა როგორც სასუქი: ლონდონელები შეჭრილი თმებით მცენარეებს ახარებენ - ვიდეო

33
(განახლებულია 15:56 01.08.2021)
ლონდონელ სტილისტებს შორის პოპულარული ხდება სილამაზის სალონში დაგროვილი ნარჩენების გადასამუშავებლად გაგზავნა. გარდა პლასტიკისა და მეტალისა, მეორე სიცოცხლეს თმაც იძენს: მათგან მზადდება კარგი სასუქი, ასევე, თმის საშუალებით შესაძლებელია წყლის ნავთობისაგან გაწმენდა

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კილოგრამ თმას შეუძლია რვა ლიტრამდე საწვავის შეწოვა. ამ თვისებას იყენებდნენ, მაგალუთად, როდესაც მავრიკიის სანაპიროებზე 2020 წლის აგვისტოში იაპონური ტანკერი ჩაიძირა.

მაღალი დოზით აზოტის შემცველობის წყალობით, თმა ეფექტურ სასუქად იქცა. ამგვარი მეთოდის მომხრე მებაღეები აღნიშნავენ, რომ თმა იცავს მცენარეებს, ეხმარება მათ ფესვებს სინოტივის შენარჩუნებაში და იცავს შლაკებისა და ლოკოკინებისგან.

33

არეულობა „მწვანე პასპორტის“ გამო იტალიის პარლამენტში - ვიდეო

32
იტალიის პარლამენტში „მწვანე პასპორტის“ განხილვა დაპირისპირებით დასრულდა. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კანონპროექტის საქაღალდე ხელში აიტაცა და დარბაზიდან გაიქცა

სანამ პარლამენტის დაცვა მას მისდევდა დოკუმენტის დასაბრუნებლად, ოპოზიციონერები დარბაზის ცენტრში განლაგდნენ პლაკატებით „არა მწვანე პასპორტს!“.

მსგავსი დოკუმენტის დამტკიცების შედეგად, ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ დაირღვევა მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლება.

32
კორონავირუსის პანდემია. ავსტრია

რატომ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები მეცნიერების მოსაზრება

0
(განახლებულია 20:54 01.08.2021)
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik  ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტები ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების შემდეგ გავრცელდა. იუწყება РИА Новости ჟურნალ Scientific Report–ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა ეპიდემიოლოგიური მოდელი ააგეს და აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე. გამოთვლების შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მოსახლეობის უმრავლესობა – მინიმუმ 60% აიცრას.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდეგაც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. სპეციალისტების აზრით, თავისუფალი გადაადგილება რისკის შემცველია მსოფლიოში ვაქცინაციის სხვადასხვა ტემპის გამო, ასევე საშიშია ახალი საშიში შტამების გამოჩენის მხრივ პოპულაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები საერთაშორისო დონეზე უნდა შეთანხმდეს, მიიჩნევენ მკვლევარები.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში