ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ბუქარესტის ცენტრში ავარიულად დაჯდა: ვიდეო

61
(განახლებულია 18:42 16.07.2021)
რუმინეთის დედაქალაქის ცენტრში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

ბუქარესტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი Black Hawk იძულებული გახდა შარლ დე გოლის მოედანზე დამჯდარიყო.

„აშშ-ის საელჩომ შეიტყო ინციდენტის შესახებ, უწყება ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრობლემის გადასაჭრელად ვმუშაობთ ჩვენს რუმინელ პარტნიორებთან ერთად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრეს-რელიზში.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სამსახურის ხელძღვანელის კონსტანტინ სპინუს ინფორმაციით, ამ დღეს ყველა ფრენა გაუქმდა.

61

სიცილიის სანაპიროსთან ღვინის ამფორებით დატვირთული ძველრომაული ხომალდი იპოვეს ვიდეო

33
(განახლებულია 22:32 29.07.2021)
წყალქვეშა რობოტმა ფოტოები გადაუღო ჩაძირულ ხომალდს და ამფორებს, რომლებიც ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება.

ხმელთაშუა ზღვაში, პალერმოს სანაპიროსთან ძველრომაული ხომალდი აღმოაჩინეს. ჩაძირულ გემს ღვინის ამფორები გადაჰქონდა.

ხომალდი ამჟამად ქალაქ იზოლა-დელა-ფემინის მახლობლად, 92 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

წყალქვეშა რობოტის საშუალებით შესაძლებელი გახდა ხომალდის პირველი სურათების გადაღება.

სიცილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი დახმარებით გაირკვევა, თუ როგორ ვაჭრობდა რომი ხმელთაშუა ზღვაში და როგორ იგებოდა იმ დროში ხომალდები.

ერთი კვირით ადრე იპოვეს კიდევ ერთი რომაული ხომალდი, რომელსაც ასევე ღვინო გადაჰქონდა. ის კუნძულ უსტიკას მახლობლად 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. გემი ასევე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით.

33

ძლიერი მიწისძვრა ალასკაზე: ამერიკა ცუნამის მოლოდინში ვიდეო

96
(განახლებულია 20:25 29.07.2021)
ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე მომხდარი 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1964 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერია.

1964 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრა 9,2 ბალიანი იყო.

სააგენტო „ფრანს–პრესის“ ცნობით, 1964 წლის მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ანკორიჯი და გამოიწვია ცუნამი, რომელიც თავს დაატყდა ალასკას, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს და ჰავაის. სტიქიას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ ამერიკაში ცუნამის საშიშოება გამოცხადდა. მოგვიანებით საფრთხე გაუქმდა გუამში, ჰავაისა და ზოგიერთ კუნძულზე, თუმცა საშიშროება კვლავ აქტუალურია ალასკისთვის და ალეუტის კუნძულებისთვის. ცუნამის საფრთხის ქვეშ მყოფ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა.

96
აერპორტის მოფრენის დარბაზი

ევაკუაცია თბილისის აეროპორტში: ნაპოვნია საეჭვო საგანი

0
თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაპოვნია მიტოვებული ჩანთა და აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მიტოვებული ჩანთის გამო თბილისის აეროპორტში შენობის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების მონაცემებით, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაპოვნია მიტოვებული ჩანთა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე გამნაღმელები მუშაობდნენ. დათვალიერების შემდეგ საეჭვო ნივთები არ აღმოუჩენიათ და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

 

0