ჟურნალისტის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გაიმართა - ვიდეო

74
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ, რომელსაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეების კონტრაქციაზე მომიტინგეების ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყანაში ახალი პროტესტის ტალღა გამოიწვია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან

ქვეყნის პირველმა პირებმა ოფიციალურად გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და ობიექტური გამოძიების პირობა დადეს, ხოლო ოპოზიციამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან დიდი მიტინგი გამართეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

74

თმა როგორც სასუქი: ლონდონელები შეჭრილი თმებით მცენარეებს ახარებენ - ვიდეო

33
(განახლებულია 15:56 01.08.2021)
ლონდონელ სტილისტებს შორის პოპულარული ხდება სილამაზის სალონში დაგროვილი ნარჩენების გადასამუშავებლად გაგზავნა. გარდა პლასტიკისა და მეტალისა, მეორე სიცოცხლეს თმაც იძენს: მათგან მზადდება კარგი სასუქი, ასევე, თმის საშუალებით შესაძლებელია წყლის ნავთობისაგან გაწმენდა

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კილოგრამ თმას შეუძლია რვა ლიტრამდე საწვავის შეწოვა. ამ თვისებას იყენებდნენ, მაგალუთად, როდესაც მავრიკიის სანაპიროებზე 2020 წლის აგვისტოში იაპონური ტანკერი ჩაიძირა.

მაღალი დოზით აზოტის შემცველობის წყალობით, თმა ეფექტურ სასუქად იქცა. ამგვარი მეთოდის მომხრე მებაღეები აღნიშნავენ, რომ თმა იცავს მცენარეებს, ეხმარება მათ ფესვებს სინოტივის შენარჩუნებაში და იცავს შლაკებისა და ლოკოკინებისგან.

33

არეულობა „მწვანე პასპორტის“ გამო იტალიის პარლამენტში - ვიდეო

32
იტალიის პარლამენტში „მწვანე პასპორტის“ განხილვა დაპირისპირებით დასრულდა. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კანონპროექტის საქაღალდე ხელში აიტაცა და დარბაზიდან გაიქცა

სანამ პარლამენტის დაცვა მას მისდევდა დოკუმენტის დასაბრუნებლად, ოპოზიციონერები დარბაზის ცენტრში განლაგდნენ პლაკატებით „არა მწვანე პასპორტს!“.

მსგავსი დოკუმენტის დამტკიცების შედეგად, ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ დაირღვევა მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლება.

32
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა კვლავ სოფელ სამებასთან

0
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან ახლოს, ცხრა კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა>>

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში