საქართველო თავის მეზღაპრეს გამოეთხოვა: რეზო გაბრიაძე მთაწმინდაზე დაკრძალეს

61
(განახლებულია 21:27 10.06.2021)
დღეს საქართველო დიდ რეჟისორს, მწერალს, სცენარისტს, მხატვარსა და თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელს რეზო გაბრიაძეს გამოეთხოვა. მაესტრო მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ხელოვანი ბოლო გზაზე მისმა ოჯახმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გააცილეს.

იმავდროულად პანაშვიდი გაიმართა გაბრიაძის მშობლიურ ქუთაისშიც − წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ასევე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ეკლესიებშიც.

რეზო გაბრიაძე არის 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, რომლებიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“.

რეზო გაბრიაძეს მინიჭებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“. ის ასევე არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

61

მოულოდნელი ხიფათი: ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა - ვიდეო

43
(განახლებულია 23:31 12.06.2021)
ქუჩის სათვალთვალო კამერამ ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა, რა დროსაც ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან  

ვოლგოგრადის ტრასაზე  საკმაოდ დაბალი სისწრაფით მოძრავმა ბაიკერმა მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, გზაზე მოსრიალდა და გადაყირავდა. ვარდნა აშკარად არ იყო მძიმე და ახალგაზრდა არც დაშავდებოდა, რომ არა მოტოციკლისთვის მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი, რომელიც მყისიერად გადაედო ბაიკერსაც.

მან ჯერ თავად სცადა ტანსაცმელზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბაიკერის საბედნიეროდ, გამვლელებმა მანქანები გააჩერეს და ახალგაზრდა კაცს დახმარება აღმოუჩინეს.   

 

43

„ადამიანის ხორცი“: ესპანელი ვეგანების შემზარავი პერფორმანსი მადრიდში - ვიდეო

41
(განახლებულია 23:06 12.06.2021)
ესპანელმა აქტივისტებმა, რომლებიც ცხობველების ხოცვასა და ხორცის ჭამას აპროტესტებდნენ, მადრიდის ქუჩაში შთამბეჭდავი პერფორმანსი მოაწყეს. ნახეთ ვიდეო, რა ღირს ადამიანის ხორცი

ესპანელმა ვეგანებმა პერფორმანსი მოაწყეს, რისთვისაც გაშიშვლდნენ, წითელი საღებავი გადაისხეს და პენოპლასტის დაფებსა და პოლიეთილენის პაკეტებში ისე შეიფუთნენ, როგორც ჩვეულებისამებრ ხორცპროდუქტებია დაფასოებული. 

ამის შემდეგ პირდაპირ მოედანზე დაწვნენ ხალხის თვალწინ.

სანახაობა მეტად ნატურალისტური და ერთგვარად შემზარავიც იყო იმის გათვალისწინებით, რომ შეფუთვაზე დატანილ მარკირებაზე ხორცის ტიპიც ეწერა, „ვარგისიანობის“ ვადაც და ფასიც: „ადამიანის ხორცი, 1 კგ ფასი 3,08 ევრო“.

    

41
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

„ჰარი უბრალოდ აღმერთებს მას...“ - მეგან მარკლის დედა წყვილს ახალშობილის მოვლაში ეხმარება

0
(განახლებულია 14:55 11.06.2021)
სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ

ახალბედა მშობლებს ხშირად სჭირდებათ დახმარება და იმედოვნებენ ბებიების მხარდაჭერას, გამონაკლისი არც ცნობილი წყვილია. 36 წლის პრინცი ჰარი და 39 წლის მეგან მარკლი იმ ბედნიერ მშობლებს შორის არიან, ვისაც სანდრო ადამიანი ჰყავთ. ინსაიდერებმა Us Weekly- ს განუცხადეს, რომ მეგანის დედა, 64 წლის დორია რაგლანდი ახლა აქტიურად ეხმარება მათ ორი წლის ვაჟის არჩისა და ახალშობილი ქალიშვილის ლილის მოვლაში.

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა სახელად ლილიბეტ დაიანა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გოგონა ქვეყანას 4 ივნისს, დილის 04:00 საათზე მოევლინა და ის და მეგანი თავს კარგად გრძნობენ.

„მათ ბევრი საყვარელი საჩუქარი მიიღეს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, მათ შორის დორიასგან, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული, რაც მან გაიღო, მისი დროა. იგი ეხმარება სახლის საქმეებში და მისი ნამდვილი დახმარება მთავარი ბონუსია“, აცხადებს წყარო.

ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, წყვილი ძალიან კარგად ეწყობა დორიას და ისინი აღფრთოვანებულები არიან მისი საკუთარ სახლში ნახვით, მონტეციტოში, კალიფორნიაში. მეგანი ძალიან ბედნიერია, რომ შეუძლია დედის იმედი ჰქონდეს, ჰარი კი მას უბრალოდ აღმერთებს“, - ამბობს ინსაიდერი.

დორია აქტიურად დაეხმარა მეგანს, როდესაც არჩი დაიბადა 2019 წელს. ამ დროს მეგანი და პრინცი ჰარი კვლავ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და დორია სპეციალურად გაფრინდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალიშვილის დასახმარებლად.

წყარომ ასევე დაარწმუნა ჟურნალისტები, რომ მეგანი და ჰარი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, უბრალოდ, მეშვიდე ცაზე იმყოფებიან.

„ისინი უბრალოდ გიჟდებიან მასზე. ის ძალიან ლამაზია, ჰარისაც ჰგავს და მეგანსაც“, - აცხადებს ინსაიდერი.

0
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები