360°-იანი პეიზაჟი 2,4 მლრდ პიქსელით: მარსის პანორამა და ხმები NASA-ს უახლეს ვიდეოში

გამოწერა
კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ 360-გრადუსიანი პანორამა გამოაქვეყნა მარსიდან. იხილეთ ვიდეო წითელი პლანეტიდან და მოისმინეთ მარსზე არსებული ხმები.

ვიდეო მარსმავალმა Perseverance-მ გადაიღო, რისთვისაც Mastcam-Z-ის ვიზუალიზაციის სისტემა გამოიყენა. პანორამა 2,4 მლრდ პიქსელის ზომისაა და 992 ცალკეული გამოსახულებისგან შედგება.

ფოტოები 2021 წლის 15-26 აპრილსაა გადაღებული, ხოლო მარსის ხმები კიდევ უფრო ადრე − 22 თებერვალს ჩაიწერა. ამასთან ვიდეოჩანაწერიდან წაშლილია თავად მარსმავალის ხმები.

ყველა ახალი ამბავი
0