ალიყური მაკრონს: უცნობმა მამაკაცმა პრეზიდენტს სილა გააწნა ვიდეო

84
(განახლებულია 17:35 09.06.2021)
საფრანგეთის პრეზიდენტი დრომის დეპარტამენტის მოსახლეობასთან მისასალმებლად მივიდა, როდესაც ერთმა მამაკაცმა მას სილა გააწნა. იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეო.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება პრეზიდენტი მასთან შესახვედრად შეკრებილ მოქალაქეებს მისასალმებლად, რა დროსაც მოულოდნელად ერთ-ერთი მამაკაცისგან, სალმის ნაცვლად, ალიყურს იღებს.

პრეზიდენტის დაცვამ მყისიერი რეაქცია გამოავლინა − ერთმა მცველმა პრეზიდენტი მაშინვე გაარიდა იქაურობას, ხოლო თავდამსხმელს დაცვის რამდენიმე წევრი „შეესია“.

რატომ გაარტყა მამაკაცმა პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ინციდენტის შემდეგ ორი პირი დააკავეს.

84

ბაიდენის პრესკონფერენცია სკანდალით დასრულდა - ვიდეო

25
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ, რადგან მას პრეზიდენტის ნათქვამი არ ესმის, ესე იგი, შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტ კეიტლინ კოლინზთან უთანხმოება მოუვიდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის განრიგი თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბაიდენი უკვე წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: „დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პუტინი საკუთარ ქცევებს შეცვლის?“

ბაიდენი დაბრუნდა და უპასუხა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შეცვლის საკუთარ ქცევებს. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ?..

ჟურნალისტი მას კვლავ ჩაეძია: დიახ, მაგრამ, მისი ქცევა არ შეცვლილა, და პრეს-კონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ის უარყოფდა კიბერშეტევებში საკუთარ როლს, მან ასევე ნაკლები ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელობას, უარი თქვა ალექსეი ნავალნის სახელის თქმაზეც. მაშასე, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა?

ბაიდენი: თუ ეს არ გესმით, ესე იგი თქვენთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევით.“

ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.

კოლინზმა მას მიუგო, რომ ბოდიში აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეკითხვების დასმა მის საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

25

ვლადიმირ პუტინი ჟენევაში ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა ვიდეო

39
(განახლებულია 21:41 16.06.2021)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს ჟენევაში გამართავს.

მათი პირველი შეხვედრის ადგილად ჟენევის ვილა ლა გრანჟი შეირჩა.

მანამდე კრემლში აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებები სამი ნაწილისგან შედგება, რომელთა შორისაც ორი ხანმოკლე შესვენება გაიმართება. წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 4 საათსა და 45 წუთს გასტანს.

რუსულ დელეგაციაში შედიან რუსი დიპლომატი იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ასევე მიწვეული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი კოზაკი და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.

სამიტი 2018 წლის შემდეგ იქნება პირველი, როდესაც პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან.

39
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში