ოლი ყავასაც მოგართმევთ: ახალი რობოტი ცეკვავს და მალაყებზე გადადის – ვიდეო

გამოწერა
ჩინური კომპანია Tencent-ის ლაბორატორია Robotics X Lab-მა ახალი რობოტი სახელად „ოლი“ წარმოადგინა. იხილეთ ვიდეო, რის გაკეთება შეუძლია „ოლის“.

რობოტს მხოლოდ ორი ბორბლებიანი ფეხი აქვს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ცეკვა, სალტოების კეთება, დაბრკოლებების გადალახვა და ყავის მორთმევაც კი.

„ოლი“ სიმაღლეში სულ 35 სმ-ია, თუმცა სიგრძეში 40, სიმაღლეზე კი 60 სმ-ზე ხტომის უნარი აქვს. რამესთან შეჯახებისას ძირს არ ვარდება და შეუძლია მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა.

კომპანია მოკლე ხანში ამ რობოტების მცირე სერიის გამოშვებას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0