Balenciaga-მ ახალი კოლექცია წარმოადგინა: დემნა გვასალია კმაყოფილია ვიდეო

44
(განახლებულია 18:55 08.06.2021)
ფრანგულმა მოდის სახლმა Balenciaga-მ Gucci-სთან კოლაბორაციაში 2022 წლის გაზაფხული–ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა. იხილეთ ვიდეო ჩვენებიდან.

Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ აღნიშნა, რომ ჩვენებაზე მთელი ხაზი – ქალისა და მამაკაცის სამოსის 44 ნიმუში ერთმა მოდელიერმა, მხატვარმა ელიზა დუგლასმა წარმოადგინა.

„ეს არის შოუ, როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა“, – განაცხადა გვასალიამ.

გარდა ტანსაცმლისა, ნაჩვენები იყო ქალის ხელჩანთებიც, რომელთაგან ერთს ჰქონდა წარწერა: „ეს Gucci-ს ჩანთა არ არის“.

 

44

ვალდიმირ პუტინი ჟენევაში ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა - ვიდეო

33
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს ჟენევაში მართავს

მათი პირველი შეხვედრის ადგილად ჟენევის ვილე ლა გრანჟი შეირჩა.

მანამდე კრემლში აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებები სამი ნაწილისგან შედგება, რომელთა შორისაც ორი ხანმოკლე შესვენება გაიმართება. წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 4 საათსა და 45 წუთს გასტანდა.

რუსულ დელეგაციაში შედიოდნენ რუსი დიპლომატი იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ასევე მიწვეულები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი კოზაკი და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.

სამიტი 2018 წლის შემდეგ იქნება პირველი, როდესაც პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან.

33

ნიუ-იორკში ქალაქის მკვიდრთა 70%-ის კორონავირუსზე ვაქცინაცია ფეიერვერკით აღნიშნეს ვიდეო

24
(განახლებულია 20:20 16.06.2021)
ქალაქში უკვე უქმდება საკარანტინო შეზღუდვების უმეტესობა, პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში რჩება სკოლებსა და საავადმყოფოებში.

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ სამშაბათს, 15 ივნისს მოსახლეობის 70%-ში კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის მიღება აღნიშნა. ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდა.

აღსანიშნავია, რომ ფეიერვერკი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ნიუ-იორკის მკვიდრთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა.

„რას ნიშნავს 70%? ეს ნიშნავს, რომ ახლა შეგვიძლია ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა ენრიუ კუომომ.

მან დაამატა, რომ ახლა კინოთეატრებს აღარ მოუწევთ სტუმრებს შორის ცარიელი ადგილების დატოვება, რესტორნები კლიენტებს უარს აღარ ეტყვიან ორ მეტრზე ახლოს დაჯდომაზე, მაღაზიებში კი კლიენტთა რაოდენობა აღარ შეიზღუდება.

მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკელებს კვლავ მოუწევთ პირბადის გაკეთება სკოლებში, მეტროში, სტადიონებზე, უსახლკაროთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ციხეებში.

ევროკავშირი და აშშ მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედის ვაქცინირებას გეგმავენ.

მანამდე ყველა საკარანტინო ზომა გაუქმდა ვერმონტის შტატში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტია ვაქცინირებული. ამასთან დაკავშირებით გუბერნატორმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის 13 მარტს გამოცხადდა.

24
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

რა ამოიკითხეთ ბაიდენის თვალებში: პუტინმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ რა ამოიკითხა მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვალებში ჟენევაში გამართული შეხვედრისას.

ჟურნალისტმა დასძინა, რომ რამდენიმე წლის წინ ბაიდენმა, როდესაც იგი ვიცეპრეზიდენტი იყო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და იქ სული ვერ დაინახა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ჩახედა თუ არა პუტინმა ბაიდენს თვალებში დღევანდელ შეხვედრაზე და რა დაინახა.

„ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული, გაწონასწორებული ადამიანია, როგორც ველოდი კიდეც. ძალიან გამოცდილი. მან გაიხსენა თავისი ოჯახი, რაზე ესაუბრებოდა დედა. ეს მნიშვნელოვანია. თითქოს პირდაპირ არ უკავშირდება საქმეს, მაგრამ მისი მორალური ფასეულობების ხარისხს ავლენს. ეს ყველაფერი საკმაოდ მიმზიდველია და, ვფიქრობ, მთლიანობაში ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია სულში, თვალებში ჩაიხედო და სამუდამო სიყვარული და მეგობრობა შეჰფიცო. ჩვენ ჩვენი ქვეყნების, ხალხების ინტერესებს ვიცავთ და ეს ურთიერთობები ყოველთვის პრაგმატული ხასიათისაა“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0