პაკისტანის სამხრეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაში, ამ დროის მონაცემებთ, დაღუპულია 36 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 14 ვაგონია გადაბრუნებული, რომელთაგან რვა მთლიანად განადგურდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია, სამხედროები და მაშველები. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.