ძლიერი ხანძარი რუსთავის საავტომობილო ტერმინალზე: დაიწვა მანქანები - ვიდეო

75
რუსთავის საავტომობილო ტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო სამსახურის რვა ბრიგადა იყო მობილიზებული. მეხანძრეები 40 წუთის განმავლობაში ებრძოდნენ ცეცხლს.
წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა 12 ავტომობილი.

აალების მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ ცეცხლი სადენების გაუმართაობამ გამოიწვია. დღის ბოლოსთვის სპეციალისტები მიყენებულ ზარალს დაითვლიან.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

75
თეგი:
საქართველო

„ჩემპი“ აღარ არის: ჯო ბაიდენმა აშშ-ის „პირველი ძაღლის“ სიკვდილი გამოაცხადა ვიდეო

29
(განახლებულია 14:09 21.06.2021)
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავიანთი გერმანული ნაგაზის „ჩემპის“ სიკვდილის შესახებ გაავრცელეს განცხადება.

„ჩემპი“ ჯო ბაიდენს 2008 წელს აჩუქეს, როდესაც ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ნაგაზი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბაიდენებთან და მათ მძიმედ განიცადეს ძაღლის სიკვდილი.

„ჩვენმა ოჯახმა დღეს მოსიყვარულე თანამგზავრი, „ჩემპი“ დაკარგა. ის ჩვენ გვერდით იყო ყველაზე სასიხარულო მომენტებში და მწუხარე დღეებშიც. ის გრძნობდა ყველაფერს — ჩვენს ყველა ემოციას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბიჭი და ყოველთვის მოგვენატრება ის“, — ნათქვამია ჯო და მელინდა ბაიდენების ერთობლივ განცხადებაში.

​როგორც პრეზიდენტი და პირველი ლედი წერენ, „ჩემპი“ უკვე დაუძლურებული იყო, თუმცა ყოველთვის დგებოდა და კუდის ქიცინით ეგებებოდა მათ, როდესაც ისინი ოთახში შედიოდნენ.

29

დათვმა ქალაქის ქუჩებში ოთხი ადამიანი დატორა - თვითმხილველის ვიდეო

52
(განახლებულია 11:53 20.06.2021)
იაპონიის ქალაქ საპოროში ტყიდან გამოსული დათვი ქუჩებში დარბოდა და ადამიანებს ესხმოდა თავს. იხილეთ ადგილობრივი ტელეჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო

საპოროს პოლიციამ დილაადრიან მიიღო შეტყობინება დათვის გამოჩენის შესახებ და მაშინვე გააფრთხილა ამის თაობაზე მოსახლეობა.

ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაიღეს, როგორ დატორა ნადირმა რამდენიმე ადამიანი — სამი მამაკაცი და ერთი ქალი. აქედან ორ მამაკაცს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული. შემდეგ დათვმა ტრასა გადაჭრა და ტყეს შეაფარა თავი.  

საბოლოოდ დათვი მონადირეებმა მოკლეს საპოროს აეროპორტის მახლობლად, სადაც ფრენები რამდენიმე საათით იყო შეჩერებული. მონადირეები და მაშველები ეჭვობდნენ, რომ ახალგაზრდა, 5-6 წლის დათვი შეიძლებოდა ასაფრენ ზოლზე გამოჩენილიყო.

მათი აზრით, ნადირი ნარჩენების სუნმა გამოიტყუა ტყიდან.

52
ჭიდაობა

ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - ქართველი მოჭიდავეების  წარმატება

0
(განახლებულია 13:31 21.06.2021)
ტურნირზე  ოქროს მედალს მხოლოდ არჩილ ბოლქვაძე დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში  მეორე ადგილი დაიკავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს. 

ტურნირის ბოლო დღეს  ქართველმა სპორტსმენებმა ერთდროულად ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

დასკვნით ეტაპზე ფინალური ორთაბრძოლა წააგო 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თამაზ ღლონმტა, რომელიც მასპინძელ ბორისლავ კირილოვთან ანგარიშით 0:9 დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ანრი ხოზრევანიძე (–45 კგ), რატი ხოზრევანიძე (–60 კგვ) და გორ აივაზიანი (–92 კგ) ავიდნენ.

საქართველოს სახელით ერთადერთი ოქროს მედალი 80 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე არჩილ ბოლქვაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა. ვერცხლის მედალს დასჯერდა 65 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანრი ფუტკარაძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა მოაგროვა და მხოლოდ აზერბაიჯანს (153 ქულა)  ჩამორჩა. ტურნირზე მესამე ადგილი უკრაინის ნაკრებმა (110 ქულა) დაიკავა.

0
თემები:
სპორტის ამბები