ტვიტის გამო: Anonymous-მა ილონ მასკს ვიდეო-მუქარა გაუგზავნა

53
(განახლებულია 15:11 06.06.2021)
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა ილონ მასკს მუქარა გაუგზავნა ტვიტერზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო. იხილეთ ჰაკერების მუქარის ამსახველი ვიდეო

როგორც ირკვევა, Anonymous-ი ილონ მასკის იმ ტვიტმა გააბრაზა, რომლის გამოც ბიტკოინების ღირებულება მკვეთრად დაეცა. დაჯგუფებას მიაჩნია, რომ ამერიკელი მილიარდერის პუბლიკაცია „უბრალო მშრომელების ინტერესებს უგულებელყოფს“.

ჰაკერებმა მუქარის ვიდეო Youtube-არხზე განათავსეს. მასში ნაჩვენების ილონს მასკის ტვიტები, რომლებიც, Anonymous-ის აზრით, ახდენს კიდეც გავლენას კრიპტოვალუტის ბაზარზე.

ამასთან ჰაკერებს მილიარდერისადმი კონკრეტული მოთხოვნები არ დაუსახელებიათ. ისინი ვიდეოში ახსენებენ ბიზნესმენის გეგმებს მარსის დაპყრობასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მასკი „ადამიანებს დასახოცად გაგზავნის“ წითელ პლანეტაზე. ბოლოს კი მილიარდერს უთვლიან, რომ დაჯგუფების მხრიდან მოქმედებებს უნდა ელოდოს.

53

ვალდიმირ პუტინი ჟენევაში ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა - ვიდეო

33
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს ჟენევაში მართავს

მათი პირველი შეხვედრის ადგილად ჟენევის ვილე ლა გრანჟი შეირჩა.

მანამდე კრემლში აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებები სამი ნაწილისგან შედგება, რომელთა შორისაც ორი ხანმოკლე შესვენება გაიმართება. წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 4 საათსა და 45 წუთს გასტანდა.

რუსულ დელეგაციაში შედიოდნენ რუსი დიპლომატი იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ასევე მიწვეულები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი კოზაკი და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.

სამიტი 2018 წლის შემდეგ იქნება პირველი, როდესაც პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან.

33

ნიუ-იორკში ქალაქის მკვიდრთა 70%-ის კორონავირუსზე ვაქცინაცია ფეიერვერკით აღნიშნეს ვიდეო

24
(განახლებულია 20:20 16.06.2021)
ქალაქში უკვე უქმდება საკარანტინო შეზღუდვების უმეტესობა, პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში რჩება სკოლებსა და საავადმყოფოებში.

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ სამშაბათს, 15 ივნისს მოსახლეობის 70%-ში კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის მიღება აღნიშნა. ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდა.

აღსანიშნავია, რომ ფეიერვერკი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ნიუ-იორკის მკვიდრთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა.

„რას ნიშნავს 70%? ეს ნიშნავს, რომ ახლა შეგვიძლია ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა ენრიუ კუომომ.

მან დაამატა, რომ ახლა კინოთეატრებს აღარ მოუწევთ სტუმრებს შორის ცარიელი ადგილების დატოვება, რესტორნები კლიენტებს უარს აღარ ეტყვიან ორ მეტრზე ახლოს დაჯდომაზე, მაღაზიებში კი კლიენტთა რაოდენობა აღარ შეიზღუდება.

მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკელებს კვლავ მოუწევთ პირბადის გაკეთება სკოლებში, მეტროში, სტადიონებზე, უსახლკაროთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ციხეებში.

ევროკავშირი და აშშ მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედის ვაქცინირებას გეგმავენ.

მანამდე ყველა საკარანტინო ზომა გაუქმდა ვერმონტის შტატში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტია ვაქცინირებული. ამასთან დაკავშირებით გუბერნატორმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის 13 მარტს გამოცხადდა.

24
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0